შინაარსზე გადასვლა

ალბათური განაწილების სიმკვრივე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განაწილების სიმკვრივე)
ნორმალური განაწილების სიმკვრივე

ალბათობის თეორიაში ალბათური განაწილების სიმკვრივე (ან უბრალოდ განაწილების სიმკვრივე) განისაზღვრება უწყვეტი შემთხვევითი სიდიდისათვის და წარმოადგენს განაწილების ფუნქციის წარმოებულს. ინტუიტიურად, განაწილების სიმკვრივე განსაზღვრავს, თუ რამდენად მოსალოდნელია ამა თუ იმ წერტილის მოსვლა. განაწილების სიმკვრივის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა ის, რომ ალბათობა იმისა, რომ შემთხვევითი სიდიდე მიიღებს მნიშვნელობას რაიმე ინტერვალიდან, განისაზღვრება, როგორც ინტეგრალი განაწილების სიმკვრივიდან ამ ინტერვალზე.

განაწილების სიმკვრივე არაუარყოფითი ფუნქციაა და მისი ინტეგრალი მთელ ღერძზე 1-ის ტოლია.