გამბუზია
იერსახე
გამბუზია | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Gambusia affinis | ||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 166562 | ||||||||
|
გამბუზია (ლათ. Gambusia affinis) — თევზი კობრისკბილასნაირთა რიგის პეცილიისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,5-7,5 სმ. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. მამლის ანალური ფარფლის წინა სხივი გარდაქმნილია საკოპილაციო ორგანოდ - გონოპოდიუმად. ცოცხლადმშობია. განაყოფიერება შინაგანია. ზაფხულში იძლევა 6 თაობას დაახლოებით თითო თვის შუალედით. თითო ნაყარში 15-იდან 100-მდე და მეტი ლიფსიტაა. გამბუზია ბინადრობს პატარა დამდგარ წყალსატევებში. იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითით, საკუთარი ლიფსიტებითაც კი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 650.