გალგაიჩო ვილაიეთი
გალგაიჩო ვილაიეთი | |
---|---|
რუს. Вилайят Галгайче | |
კავკასიური საემიროს დროშა | |
შეიქმნა |
2000 წელს (როგორც სხვა ორგანიზაციის ნაწილი) 7 ოქტომბერი, 2007 (როგორც გალგაიჩო ვილაიეთი) |
გაუქმდა |
7 ოქტომბერი 2007 (როგორც გაერთიანებული სხვა ორგანიზაციებში) 7 თებერვალი 2017 (როგორც გალგაიჩო ვილაიეთი) |
ილიას გორჩხანოვი ახმედ ევლოევი (ემირ მაგასი) (სამხედრო მოსამსახურე) ძამალეილ მუტალიევი (ემირ ადამი) † არტურ გეტაგაზევი (ემირ უბაიდულახი) † ბესლან მახაური (ემირ მუჰამედი) |
გალგაიჩო ვილაიეთი (ინგუშეთის პროვინცია; რუსულად: Вилайят Галгайче) — ისლამისტური მებრძოლი ორგანიზაცია, რომელსაც უკავშირდებოდა უამრავ თავდასხმა ადგილობრივი და ფედერალური უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ რუსეთის რეგიონებში ინგუშეთში და ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში. 2007 წლიდან ის არის კავკასიის საამიროს ნაწილი და მონაწილეობს აჯანყებებში ჩრდილოეთ კავკასიაში. ფიქრობენ, რომ ჯგუფი პასუხისმგებელია ასობით ადამიანის, ძირითადად პოლიციელების, სამხედრო მოსამსახურეების და ჩინოვნიკების დაღუპვაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილაიათ გალგაიჩოს წარმოშობის საკითხი ბუნდოვანია, შესაძლოა ის ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს ჩამოყალიბებულიყო. ინგუშები მჭიდრო კავშირში არიან ჩეჩნებთან. ორივე ხალხი ნახ ტომთა ნაწილია, საუბრობენ ნახურ ენებზე და საერთო კულტურას, ენას, რელიგიებსა და ბედებს იზიარებენ. ომის დაწყების დროს ბევრი ინგუში ცხოვრობდა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში და იბრძოდა ჩეჩენ სეპარატისტებთან ერთად. ისინი არასოდეს ისახავდნენ მიზანს საკუთარი ცალკეული დანაყოფის შექმნაზე, რადგან ისინი გაფანტული იყვნენ ჩეჩნეთის სხვადასხვა ნაწილებში, რუსლან გელაევისა და შამილ ბასაევის მეთაურობით. ამ ინგუშებმა დიდი როლი ითამაშეს 1996 წელს გროზნოს ალყაში; რუსულ ძალებს 15 თვეზე მეტი დასჭირდა ბამუთის, ყოფილი საბჭოთა ბაზის აღებაში. ამ ბაზის დანადგარების გაუვალი მშენებლობისა და ინგუშ აჯანყებულთა გარკვეული დახმარების გამო. ბევრ ინგუშს ჰგონია, რომ რუსლან აუშევი, მაშინ ინგუშეთის პრეზიდენტი, ოფიციალურად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სამხედრო კამპანიას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ინგუშები სრულმასშტაბიან ომში არ გაეყვანათ, რომ კონფლიქტი ინგუშეთში არ გავრცელებულიყო და ოსური და რუსული სიცოცხლეები შენარჩუნებულიყო.
ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყების შემდეგ, ინგუში მებრძოლების უმეტესობა არ მონაწილეობდა ომში, რადგან იგი ნაციონალისტურ მოძრაობად მიიჩნეოდა.[1] ზოგიერთმა მათგანმა ჯერ კიდევ მჭიდრო კავშირი იგრძნო განადგურებულ ქალაქ გროზნოთან, ინგუშეთში დაიწყო სამხედრო ნაწილების აღდგენა, რომლებიც ჯერ კიდევ ასლან მასხადოვისა და ბასაევის ერთგულები იყვნენ. 2000-2001 წლებში ჯამაათის რეფორმირება მოხდა ინგუშეთის ტერიტორიული ხაზის გასწვრივ, მრავალი ერთეული მიბმული იყო ერთ ქალაქზე. ორგანიზაციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ინგუშურმა გაერთიანებებმა დაიწყო ფუნქციონირება შარიათ ჯამაათის გავლენის ქვეშ (არ უნდა აგვერიოს დაღესტნის შარიათ ჯამაათში). 2004 წელს ჯამაათს მასხადოვის სურვილის შესაბამისად ეწოდა შარიათის სპეციალური ოპერაციების ჯგუფი. მოგვიანებით, ეს შეიცვალა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ინგუშური სექტორით და როდესაც 2005 წელს აბდულ-ჰალიმ სადულაევმა შექმნა კავკასიის ფრონტი, სადულაევმა მას კავკასიის ფრონტის ინგუშურ სექტორად მოიხსენია. მთელი თავისი სახელების მრავალი ცვლილების დროს მას ძირითადად ინგუშ ჯამაათს უწოდებდნენ.[2]
ჯგუფმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2004 წლის ნაზრანის დარბევაში, მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ხელი შეუწყო ინგუშების დაბალი დონის აჯანყებებს 2002 წლიდან. საბოლოოდ ამ ყველაფრის გამო ინგუშეთი სამოქალაქო ომში გადავიდა, რომლის გამოც 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ძალიან დიდ რიცხვებს წარმოადგენს ისეთი სახელმწიფოსთვის, რომლის მოსახლეობაც 2008 წლის ნოემბრისთვის 500,000 -ზე ნაკლები იყო.[3] გალგიჩო ვილაიეთმა ასევე მიიღო მონაწილეობა 2005 წელს ნალჩიკის დარბევაში, რომელიც ორგანიზებული იყო ყაბარდო-ბალყარეთის ადგილობრივი ჯგუფის იარმუკ ჯამაათის მიერ. ნალჩიკში ილიას გორჩხანოვის გარდაცვალების შემდეგ, ინგუშ ჯამაათის მეთაური იყო ახმედ ევლოევი, სანამ არ შეიპყრეს 2010 წლის ივნისში. 2010 წელს,, ვილაიატმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით პირობას დებდა, რომ ,,დროებით" შეაჩერებდა ინგუშ პოლიციელთა მკვლელობას და ამის ნაცვლად თავს დაესხმება სამიზნეებს ჩრდილოეთ ოსეთში და ხელს შეუწყობს პრიგოროდნის რაიონის ინგუშური მიწების დაბრუნებას. ჯგუფმა ასევე დაადასტურა უმაროვისადმი ერთგულება 2010 წელს ჩეჩენი აჯანყებულების მიერ მისი ხელმძღვანელობის უარყოფის შემდეგ. ვილაიეთის მრავალი მეთაურის დატყვევება ან მკვლელობა 2010 წლიდან მოყოლებული, ინგუშეთში აჯანყების კლებას დაემთხვა, რის გამოც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ტერაქტების რიცხვმა მკვეთრად იკლო. [4]
2015 წლის ივლისში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ინგუშ ვილაიატის ლიდერი ბესლან მახაური თავის ჩეჩენ კოლეგასთან ასლან ბიუტუკაევთან და ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან ერთად, რომელსაც მან ერთგულება შეფიცა. [5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ John Pike. "North Caucasus: Increasing Violence In Ingushetia Prompts Crackdown Fears". Retrieved 4 December 2014.
- ↑ "North Caucaus: Who Is Behind The Spiraling Violence In Ingushetia?". RadioFreeEurope/RadioLiberty. Retrieved 4 December 2014.
- ↑ BBC NEWS - Europe - Ingushetia in 'state of civil war'". Retrieved 4 December 2014.
- ↑ "Why Is The Death Toll Tumbling In The North Caucasus?". Radio Free Europe/Radio Liberty. 10 February 2015. Retrieved 17 February 2015.
- ↑ "Ingush Jamaat Loses Another Amir". Jamestown Foundation. 12 November 2015. Retrieved 15 November 2015.