გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გალაკტიონი (მრავალმნიშვნელოვანი).

გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მარტამდე (№ 1-9). ჟურნალი ბეჭდავდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, ლიტერატურულ კრიტიკას; წერილებს მხატვრობის, თეატრისა და მუსიკის საინტერესო საკითხებზე და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი — გალაკტიონ ტაბიძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: გ. ქუჩიშვილი, მწერალი შიო მღვიმელი, ბაბილინა ხოსიტაშვილი, დემნა შენგელაია, ია ეკალაძე, ი. ვართაგავა, ს. მელაძე, ი. მოსაშვილი, ტერენტი გრანელი, ვ. გუნია, ა. ღვინიაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ი. ქავჟარაძე და სხვა. ჟურნალი მხატვრულად გააფორმეს ლადო გუდიაშვილმა და კირილ ზდანევიჩმა. „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში.

არსებობს ცნობები ჟურნალის მე-10 ნომრის გამოცემის შესახებ (დედანი მიკვლეული არ არის).

გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის მეათე (10) ნომერი. ჟურნალი იქნება [გაცილებით უფრო] დიდი ფორმატისა [ვინემ გამოდიოდა] და [მდიდრულად] დასურათებული; [ფოტოტიპიებითა და ლიტოგრაფიული] [მკითხველი საზოგადოების ჟურნალისადმი განსაკუთრებული] [ჟურნალი იქნება 126 გვერდი] და ეღირება მხოლოდ 500.000 მანეთი. მკითხველებში გამოწვეული განსაკუთრებული ინტერესის გამო ჟურნალის ეს № გამოვა 10.000 ეკზემპლიარად. №№ 1‚ 2‚ 3‚ 4‚ 5‚ 7‚ 8‚ 9 - ყველა გაყიდულია. რედაქციაში დარჩენილია [მხოლოდ 10] რამდენიმე ცალი მხოლოდ მე-9 ნომრისა.
1923 წ. გამოდის „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ (10 ნომერი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]