გაგამარუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაგამარუ
Gagamaru in Harubasho 2013 IMG 1896-2 20130324.JPG
მშობლიური სახელი თეიმურაზ ჯუღელი
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1987 (1987-02-23) (33 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 186
წონა 199 კგ
დებიუტი ნოემბერი, 2005
რანგი დასავლეთის მე-44 მაკუშიტა
უმაღლესი რანგი კომუსუბი (მარტი, 2012)
განახლდა 2019 წლის მაისში

გაგამარუ (ნამდვილი სახელითეიმურაზ ჯუღელი; დ. 23 თებერვალი 1987, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სუმოისტი. რიგით მესამე ქართველი სუმოისტი კოკაისა და ტოჩინოშინის შემდეგ, რომელმაც „მაკუუჩის“ ზედა რანგებს მიაღწია. მის ყველაზე დიდ შედეგად ითვლება „კომუსუბის“ წოდება, რომელიც 2012 წლის მარტში მიიღო.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში, ვარჯიშობდა ძიუდოსა და სამბოში, მოახერხა და მოიგო ახალგაზრდული ჩემპიონატი ორივე სპორტის სახეობაში მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 16 წლის იყო.[1] 2005 წელს საქართველოს სუმოს ნაკრებთან ერთად მიწვეული იქნა 2005 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ სუმოს ჩემპიონატზე ოსაკაში. ინდივიდუალურად მან მესამე, ხოლო გუნდურად მეორე ადგილი დაიკავა.[1] ამის შემდეგ იგი დარჩა სუმოში და 2005 წლის ნოემბერში შედგა მისი დებიუტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის დაწყებიდან მალევე მოახერხა დაბალი დივიზიონების გადალახვა და 2006 წლის ნოემბერში მიაღწია „მაკუშიტას“. იგი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ოჯახთან ერთად დროის გატარებას გეგმავდა, მაგრამ მამამისი ავტოავარიაში დაიღუპა.[1] 2009 წელს „მაკუშიტა დივიზიონის“ 7-0 ბალანსით მოგების[2] შემდეგ გამართულ პრეს-კონფერნციაზე მან გამარჯვება მამამისს მიუძღვნა.[2] მიიღო „მებრძოლი სულის“ ორი პრიზი და ორი „კინბოში“ დიდი ჩემპიონის დამარცხებისთვის. 2012 წელს მან კარიერის პიკს მიაღწია და მიიღო „კომუსუბის“ წოდება.[3] 2014 წელს იგი დაქვეითდა მეორე დივიზიონში, მაგრამ 2015 წელს კვლავ აღზევდა.

2019 ნოემბრის ბაშოზე პირველად დააფიქსირა შემთხვევა, 33 წლის ასკაში პირველად გამოტოვა ბრძოლა ტრამვის გამო, რაც სუმოს ისტორიაში უიშვიათესი შემთხვევაა.

2018-2019 წლებში, მას ორივე მუხლის ტრამვა უფრო გაუმწვავდა და ბაშოდან ბაშომდე კარგავს პოზიციებს. იგი ამჟამად დასავლეთის 44-ე მაკუშიტაა.

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგამარუ ძრირთადად ოში-ძუმოს სტილიში ბრძოლობს, მისი ყველაზე გავრცელებული კიმარიტე(ილეთი) არის ოში-დაში, რაც ხელების მძლავრი დართყმით მეტოქის დოჰიოდან გადადაგდებას გულისხმობს, 2013 წელს იგი იწონიდა 212 კგ-ს და იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი სუმოისტი, მაგრამ ამჟამად იგი 199 კგ-ს იწონის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 "madorosumaru". (14 January 2009) Once He Learns More About Sumo, He Will Be Unstoppable. Sumo Forum. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  2. 2.0 2.1 Georgian sumo wrestler Teimuraz Djugheli (Gagamaru) was promoted to the sekitori status. Embassy of Georgia to Japan. ციტირების თარიღი: 22 September 2010.
  3. Sumo: Hakuho denies Baruto perfect record on final day of New Year sumo. Mainichi Daily News (23 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 26 January 2012.