კოკაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოკაი
Kokkai Futoshi 2008 May.jpg
დაბ. თარიღი 10 მარტი 1981
დაბ. ადგილი სოხუმი, საქართველო
სიმაღლე 1,89 მ.
წონა 165 კგ. კგ
დებიუტი მაისი, 2001
რანგი მეხუთე მაეგაშირა
უმაღლესი რანგი კომუსუბი
განახლდა 2010 წლის მაისში

კოკაი (იაპ. 黒海 „შავი ზღვა“; 10 მარტი, 1981), იგივე ლევან ცაგურია — ქართველი სუმოისტი. პირველი ევროპელი, რომელმაც ძიურეს თანრიგს მიაღწია.

ლევანი დაიბადა 1981 წელს სოხუმში, რომელსაც იაპონელებმა კოკაი (შავი ზღვა) შეარქვეს. 1992 წელს, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ლევან ცაგურიას ოჯახს სოხუმის დატოვება და თბილისში გადმოსვლა მოუხდა. ცაგურია სუმოთი საქართველოს სპორტის აკადემიაში სწავლის დროს დაინტერესდა. 1999 წელს იგი დაუკავშირდა სუმოს სტუდენტური ფედერაციის ხელმძღვანელს, ტანაკას, რომელმაც 150-კილოგრამიანი ქართველი გოლიათი 2001 წელს ტოკიოში მიიწვია და სუმოს ერთ-ერთ წამყვან სკოლაში მიაბარა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: