გაბილ იმამვერდიევი
გაბილ იმამვერდიევი | |
---|---|
აზერ. Qabil Allahverdi oğlu İmamverdiyev | |
დაბადების თარიღი | 12 აგვისტო, 1926 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 4 მაისი, 2007 (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
საქმიანობა | მწერალი და პოეტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა |
მოქალაქეობა |
აზერბაიჯანი სსრკ |
ჯილდოები | People’s Poet of Azerbaijan, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, დამოუკიდებლობის ორდენი, დიდების ორდენი და შრომითი მამაცობის მედალი |
შვილ(ებ)ი | Q20560430? |
გაბილ ალაჰვერდი ოღლუ იმამვერდიევი (დ. 12 აგვისტო, 1926, ბაქო — გ. 4 მაისი, 2007, ბაქო) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო პოეტი (1992), აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი 1949 წლიდან, აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1976).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაბილ იმამვერდიევი დაიბადა 1926 წლის 12 აგვისტოს ბაქოში. საშუალო განათლება მიიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებელ კურსზე და ჩაირიცხა ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (1944–1948). მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ორწლიანი უმაღლესი ლიტერატურის კურსებს ესწრებოდა. მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ პოეზიის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „აზერბაიჯანის“ რედაქციაში პოეზიის ლიტერატურის მუშაკად და მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1975–1979). აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.
გარდაიცვალა 2007 წლის 4 აპრილს ბაქოში. იგი დაკრძალეს ღირსების პირველ ხეივანში.[1] 2016 წელს, "Palmaly" კომპანიების ჯგუფმა დაასახელა 7100 ტონიანი ნავთობის ტანკერი - "POET GABIL". 2017 წელს ეს სახელი გემს ამ ტანკერის მფლობელ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის გადაწყვეტილებით ჩამოართვეს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Şair Qabillə gecikmiş FOTOSÖHBƏT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-16. ციტირების თარიღი: 2024-03-04.
- დაბადებული 12 აგვისტო
- დაბადებული 1926
- ბაქოში დაბადებულები
- გარდაცვლილი 4 მაისი
- გარდაცვლილი 2007
- აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- აზერბაიჯანის დიდების ორდენის კავალრები
- შრომითი მამაცობისათვის მედლით დაჯილდოებულები
- აზერბაიჯანელი პოეტები
- აზერბაიჯანელი მწერლები
- საბჭოთა პოეტები
- საბჭოთა მწერლები
- XXI საუკუნის პოეტები
- XXI საუკუნის მწერლები