გაბესი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გაბესი قابس | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ვილაიეთი | გაბესი | ||
კოორდინატები | 33°53′00″ ჩ. გ. 10°07′00″ ა. გ. / 33.88333° ჩ. გ. 10.11667° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | ტაკაპე | ||
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 152 921 კაცი (2014) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 6000 | ||
ოფიციალური საიტი | commune-gabes.gov.tn | ||
გაბესი (არაბ. قابس) — ქალაქი ტუნისში. მდებარეობს გაბესის ყურის ნაპირზე. გაბესის ვილაიეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 152 921 კაცი (2014).
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ანტიკურ პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა ტაკაპე. სტრაბონი ტაკაპეს მოიხსენიებს როგორც გაბესის ყურის უმნიშვნელოვანეს პორტს. VII საუკუნეში დაიპყრეს მუსულმანებმა. 1881 წლიდან ქალაქი ფრანგული პროტექტორატის ქვეშაა. მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად დაინგრა. 1956 წლიდან შედის დამოუკიდებელი ტუნისის შემადგენლობაში. 2013 წლიდან დამეგობრებულია ქალაქ ტრაპიზონთან.[1]
ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გაბესი ცნობილია თავისი ბაზრით. გაბესის ოაზისი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში[2]. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტების ყურადღებას იქცევს ბერბერების სოფელი მატმატა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Gabès official website დაარქივებული 2010-04-12 საიტზე Wayback Machine.
- "Gabès: Oasis on the Sea" from Lexicorient დაარქივებული 2012-10-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ KARDEŞ ŞEHİRLER" PROTOKOLÜ İMZALANAN ŞEHİRLER დაარქივებული 2019-12-23 საიტზე Wayback Machine. (თურქული)
- ↑ გაბესის ოაზისი