ბუტუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუტუნგი
გეოგრაფია
კოორდინატები 5°03′ ს. გ. 122°53′ ა. გ. / 5.050° ს. გ. 122.883° ა. გ. / -5.050; 122.883
ფართობი 4,6 კმ²
უმაღლესი წერტილი 1190 მ
პროვინცია სამხრეთ-აღმოსავლეთი სულავესი
უდიდესი ქალაქი ბაუბაუ (მოს. 137 118)
დემოგრაფია
მოსახლეობა 447 408 (2010)
ეთნიკური ჯგუფები ბუტონელები, ბუგისები
ბუტუნგი — ინდონეზია
ბუტუნგი

ბუტუნგი, ბუტონი (ინდონ. Butung, Buton) — დიდი ზონდის კუნძულების არქიპელაგის (ინდონეზია) მთაგორიანი კუნძული. მდებარეობს კუნძულ სულავესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სიახლოვეს. ფართობი დაახლოებით 4,6 კმ².[1][2] მოსახლეობა 447 408 კაცი (2010 წ. აღწ.).[3] სიმაღლე 1190 მეტრამდეა. დაფარულია ნოტიო ეკვატორული ტყით. განვითარებულია ტროპიკული მიწათმოქმედება (ყავა, შაქრის ლერწამი, თამბაქო).[1][2] იღებენ ბუნებრივ ბიტუმს,[4] გააქვთ მერქანი. მისდევენ თევზჭერას. მთავარი ქალაქია ბაუბაუ.[1][2] ეთნიკური ჯგუფებიდან ცხოვრობენ ბუგისები [ბუგინები (ძირითადად სანაპიროებზე)],[5] ბუტონელები და სხვ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 590, თბ., 1977 წელი.
  2. 2.0 2.1 2.2 Бутунг // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.
  3. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. sp2010.bps.go.id'. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
  4. Мазеин Н. В. ИНДОНЕЗИЯ // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 320.
  5. Buton. Encyclopædia Britannica. britannica.com (24-03-2010). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.