ბუდაპეშტის ტრამვაი
ტრამვაის სისტემა | |
---|---|
ქვეყანა | უნგრეთი |
ქალაქი | ბუდაპეშტი |
სისტემის ტიპი | ტრამვაი |
გაიხსნა | 1887 |
მარშრუტების რაოდენობა | 35 |
საკონტაქტო ქსელის სიგრძე | 158კმ |
ტრამვაის დეპოების რაოდენობა | 9 |
ვაგონების რაოდენობა | 593 |
ექსპლუატაციაში არსებული ტრამვაების მოდელები | Tatra T5C5, Tatra T5C5K2, Duewag TW6000, Ganz CSMG2, Siemens Combino Supra NF12B, CAF Urbos 3, Ganz KCSV7, LHB TW6000. |
ლიანდის სიგანე | 1435 მმ |
კვების ტიპი | საკონტაქტო სადენი |
საკონტაქტო ქსელის ძაბვა | 600V |
ვაგონების სიგანე | 2.3, 2.4, 2.5 |
მგზავრების ნაკადი წელიწადში | 393 მლნ (2011) |
კომპანია-გადამზიდველი | Budapesti Közlekedési Zrt. (ყოფილი BKV) |
კომპანიის საიტი | http://www.bkv.hu/ |
ბუდაპეშტის ტრამვაი — სიდიდით მე-7 ტრამვაის სისტემა მსოფლიოში, რომლის ხაზების სიგრძე 158 კმ-ია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუდაპეშტში პირველი ცხენის წევის ტრამვაის (ე.წ. კონკის) ხაზი 1866 წლის 30 ივლისს გაიხსნა. ელექტრო ტრამვაის პირველი ხაზი ბუდაპეშტში 1887 წელს გაიხსნა და მალევე გავრცელდა როგორც ცენტრში, ასევე ქალაქის გარეუბნებში. ტრამვაის სისტემის განვითარებამ ქალაქის ცენტრში მეტროს M1 და M2 ხაზების გახსნამდე გასტანა (1973).
მოძრავი შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუდაპეშტის ტრამვაის მოძრავი შემადგენლობა საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორის ყველაზე ძველი ვაგონები უნგრული ფირმა Ganz-ის წარმოებისაა. ამჟამად ექსპლოატაციაშია Ganz-ის ვაგონები: Ganz csuklós და KCSV7. ასევე ექსპლოატაციაშია ჩეხური ČKD Praha-ს Tatra T5C5-ები, გერმანიის ქ. ჰანოვერისგან ნაყიდი მეორადი TW 6000-ები (2002-დან), გერმანული წარმოების Siemens Combino Supra და ესპანური წარმოების CAF Urbos 3, რომელიც ბუდაპეშტში ყველაზე ახალი ტიპის ვაგონია და ყველაზე გრძელი ტრამვაის ვაგონია მსოფლიოში (56 მ).