შინაარსზე გადასვლა

ბრუნვა (გრამატიკა)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრუნვა (მრავალმნიშვნელოვანი).

ბრუნვა — სახელის გრამატიკული კატეგორია, რომელიც გამოხატავს სახელის მიმართებას საგნის, თვისების ან პროცესის გამომხატველ სხვა სიტყვასთან და ამის კვალობაზე გარკვეული ფორმის მეშვეობით აკავშირებს წინადადების სხვა წევრებთან. ამასთანავე, სახელის ლექსიკური მნიშვნელობა უცვლელია. ენაში ბრუნვის კატეგორიის დასადასტურებლად აუცილებელია სახელს ჰქონდეს ორი განსხვავებული ფორმა[1].

ბრუნვა სხვადასხვა ენაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბრუნვა“, ანუ „კაზუსი“ ეტიმოლოგიურად უკავშირდება ლათინურ სიტყვა cāsus-ს (‚ვარდნა‘, ‚ცემა‘; cadere, ‚და-ცემა‘, ‚და-ვარდნა‘), რომელიც, თავის მხრივ, ბერძნული ნასესხობაა, აღნიშნავს πτῶσις-ს (ლათინური და ქართული ტრანსკრიფციით [ptō̂sis] ან [პტო:სის] - ‚დაცემა‘, ასევე ‚დაჰყრა‘) და გამოიყენებოდა სიტყვა „კამათლის“ კოლოკაციურ მეწყვილედ (ზედმიწევნით თარგმანში „კამათლის ყრა“). ბერძენი გრამატიკოსი დიონისიოს თრაქსი (Dionysios Thrax) მას იყენებდა ზმნისგან განსასხვავებელი მნიშვნელობით (ანუ დაახლოებით ისე, როგორც დღეს დეპენდენციურ გრამატიკაშია მიღებული) და, ამდენად, მის მიმართ იყენებდა ფორმას „პტოსის“, რაც ქართულად სრულიად სხვა ზმნით, არსებითი (სახელისგან) „ჩამოცილებულად“ ითარგმნება.

  1. ↑ ა. შანიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 539.