ბრუკლინის მუზეუმი
ბრუკლინის მუზეუმი (ინგლ. Brooklyn Museum), მდებარეობს 200 ისტერნ პარკუეიზე, ბრუკლინში, ნიუ-იორკი და სიდიდით მეორე ხელოვნების მუზეუმია ქალაქ ნიუ-იორკში (ასევე ერთ-ერთი უდიდესი აშშ-ში). მუზეუმის მიმდინარე დირექტორია არნოლდ ლემანი.
ბრუკლინის მუზეუმის შენობა, რომელიც 1897 წელს გაიხსნა, აგებულია ფოლადის კონსტრუქციით კლასიკური ქვის წყობით, არქიტექტურული ფირმა McKim, Mead, and White-ის და სამშენებლო ფირმა Carlin Construction Company-ის მიერ. ლინკოლნის მემორიალის მოქანდაკე დენიელ ჩესტერ ფრენჩი, ავტორია ფრონტონისა და ორი ალეგორიული ფიგურის - ბრუკლინისა და მანჰეტენის (შექმნილი 1916 წელს, გადმოტანილი ამ ადგილას 1963 წელს).
მუზეუმის ძირითად კოლექციაში ერთნახევარ მილიონზე მეტი ხელოვნების ნიმუშია ძველი ეგვიპტის შედევრებიდან თანამედროვე ხელოვნების ნივთების ჩათვლით. 52,000 მ² ფართობის ბოზ-არტის სტილის შენობას წელიწადში ნახევარი მილიონი მნახველი სტუმრობს.
2016 წლიდან მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია დაცული ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ნახატები. [1] იგი პირველი და ერთადერთი ქართველი მხატვარია, რომელიც მუზეუმის კოლექციაში მოხვდა. [2]