ბრონისლავ კომოროვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრონისლავ კომოროვსკი

ბრონისლავ მარია კომოროვსკი (პოლ. Bronisław Maria Komorowski; დ. 4 ივლისი, 1952)[1]პოლონელი პოლიტიკოსი, პოლონეთის პრეზიდენტი 2010 წლის 6 აგვისტოდან 2015 წლის 6 აგვისტომდე. (პარტია სამოქალაქო პლატფორმა), 2000-2001 წლებში თავდაცვის მინისტრი, 2007 2010 წლებში პოლონეთის სეიმის მარშალი (თავმჯდომარე). სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელშიც დაიღუპა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, 2010 წლის 10 აპრილიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. პრეზიდენტად არჩეული იქნა არჩევნების მეორე ტურის შედეგად, ხმათა 52%-ით.[2]

ბავშვობა და ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1952 წლის 4 ივნისს პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ დასავლეთში, არისტოკრატულ ოჯახში. იყო პოლონეთის პიონერთა ორგანიზაციის წევრი. 1977 წელს, დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1977–1980 წლებში ჟურნალის რედაქციაში მუშაობდა.

დისიდენტური და პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომუნისტური რეჟიმის დროს დემოკრატიული ოპოზიციის მოქმედებებში მონაწილეობდა, 1979 წლის ნოემბერში, დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ერთი თვით პატიმრობა მიესაჯა. თანამშრომლობდა მოძრაობა სოლიდარობასთან, 1981–1989 წლებში ასწავლიდა ისტორიას.

პოლონეთის განთავისუფლების შემდეგ, იყო მესამე რესპუბლიკის ყველა მოწვევის სეიმის წევრი. 2007 წელს აირჩიეს მარშლად, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.

წინამორბედი:
ლეხ კაჩინსკი
პოლონეთის პრეზიდენტი

2010
შემდეგი:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]