შინაარსზე გადასვლა

სმოლენსკის ავიაკატასტროფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ავიაკატასტროფა სმოლენსკში)
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ტუ-154, ზაგრების აეროპორტში.
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება, პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ. (განცხადების ინგლისური თარგმანი[მკვდარი ბმული]).

2010 წლის 10 აპრილს, თვითმფრინავ ტუ-154-ს, პოლონური დელეგაციის წევრები გადაჰყავდა რუსეთის ქალაქ სმოლენსკში. მაშინ, როდესაც თვითმფრინავი ჯდებოდა ქალაქ სმოლენსკის აეროპორტში, მან განიცადა ავიაკატასტროფა. ამ ავიაკატასტროფას შეეწირა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პრეზიდენტის მეუღლე, პოლონეთის გენერალური შტაბის და პოლონური არმიის ოფიცრები, ცენტრალური ბანკის მმართველი, პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტი იანუშ კურტიკა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. პოლონური მაღალი თანამდებობის პირები მიემგზავრებოდნენ სოფელ კატინში, 1940 წელს ნკვდ-ს მიერ პოლონური სამხედრო ნაწილების დახვრეტილთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად.[1]

ამ რეისის შესრულების დროს ქალაქ სმოლენსკში საკმაოდ ცუდი ამინდი და ხილვადობა იყო. პილოტს შეეძლო თვითმფრინავი მინსკში ან მოსკოვში დაესვა, მაგრამ მან სმოლენსკის აეროდრომი არჩია დასაჯდომად. ტუ-154–ის მიწაზე ძლიერი დაცემის შედეგად თვითმფრინავს კუდის ნაწილი მოტყდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა.

ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Polish president killed in plane crash“. CNN. Turner Broadcasting. 2010-04-10. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
  2. Polish president killed in plane crash;– Yahoo! News. News.yahoo.com. ციტირების თარიღი: 2010-04-11.