ბრესანონე
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბრესანონე | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 46°43′00″ ჩ. გ. 11°39′00″ ა. გ. / 46.71667° ჩ. გ. 11.65000° ა. გ. | ||
ფართობი | 84.86 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 559 მ | ||
მოსახლეობა | 20,286 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 240 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0472 | ||
საფოსტო ინდექსი | 39042 | ||
საავტომობილო კოდი | BZ | ||
ოფიციალური საიტი | brixen.it/de/home.html | ||
ბრესანონე, ბრიქსენი (გერმ. Brixen; იტალ. Bressanone) — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლცანოს პროვინციაში. მდებარეობს ალპურ ხეობაში, ბრენერის რკინიგზის ხაზზე, მდინარეების რიენცისა და იზარკოს შეერთების ადგილას, ზღვის დონიდან 559 მ სიმაღლეზე. 2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 20,286 ადამიანი. XI საუკუნეში ბრესანონე გახდა სასულიერო სამთავრო, რომელსაც მუდმივი კონფლიქტი ჰქონდა ტიროლის გრაფებთან. მოსახლეობა ძირითადად გერმანულენოვანია. ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია: ბაროკოს კათედრალი (აღდგენილი 1745-1754), ეპისკოპოსთა სასახლე (XIII საუკუნე), მრავალი ეკლესია-მონასტერი. აწარმოებენ მატყლს, არის ჰიდროელექტროსადგური. გაშენებულია ხეხილის ბაღები და ვენახები.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბრესანონე — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)