ბრენტის ბრძოლა
ბრენტის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
უნგრეთის ევროპაში შემოსევების ნაწილი | |||
ბრენტის ბრძოლა | |||
თარიღი | 899 წელი 24 სექტემბერი | ||
მდებარეობა | მდინარე ბრენტის ნაპირი | ||
შედეგი | უნგრელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ბრენტის ბრძოლა (899 წლის 24 სექტემბერი) — დაპირისპირება იტალიის სამეფო კავალერიასა და უნგრეთს შორის. იტალიის სამეფოს მეთაურობდა ბერენგარ I. უნგრელების ბრძოლაში მონაწილეობის მიზეზი იყო ის რომ ისინი ფრანკიის მეფემ დაიქირავა. ბრძოლა შედგა 899 წლის 24 სექტემბერს მდინარე ბრენტის გასწვრივ. ეს იყო ევროპაში უნგრეთის შემოსევების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ბრძოლა. შედეგი იყო ბერენგარ I-ის გამანადგურებელი მარცხი, რამაც უნგრელებს საშუალება მისცა დარბევები დაეწყოთ იტალიაში. უნგრეთის შემოსევამ გამოიწვია მრავალი ქალაქის გადაწვა, როგორიცაა ფელტრე, ვერჩელი, მოდენა და მონასტრები, როგორიცაა მონასტერი ნონატოლაში, ისინი თავს დაესხნენ ვენეციასაც კი, თუმცა უშედეგოდ.
ამასობაში ბერენგარის მოსისხლე მტერი, არნულფ კარინტიელი გარდაიცვალა 899 წლის დეკემბერში, რის შედეგადაც უნგრელები, დამსაქმებლის გარეშე დარჩნენ და მომდევნო წელს დატოვეს ქალაქი დარბევებისა და ძარცვის ფონზე. სახლისკენ მიმავალმა უნგრელებმა გააკეთეს "ამფიბიური თავდასხმა", უნიკალური მიღწევა ექსკლუზიურად სახმელეთო არმიისგან წინარემოდერნულ დროში, გადაკვეთეს ადრიატიკის ზღვა ვენეციაზე თავდასხმის მიზნით.
ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, დაბრუნებულმა არმიამ ასევე დიდი როლი ითამაშა პანონიის დაპყრობაში.
წინაპირობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]IX საუკუნის ბოლოსთვის კაროლინგების იმპერია დიდი ხნის გამქრალი იყო. მის ადგილას დარჩა სამი სამეფო (დასავლეთ ფრანკია, აღმოსავლეთ ფრანკია, იტალიის სამეფო (საღვთო რომის იმპერია)), რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ კაროლინგების სასტიკი მეფეები, მათ შორის კი დაპირისპირება ყოველთვის მწვავე იყო. არნულფ კარინთელს, აღმოსავლეთ ფრანკის მეფის კარლომანის ვაჟს, რომელიც გერმანიის მეფე გახდა 887 წელს, სურდა კაროლინგების იმპერიის ხელახლა შექმნა, რითაც 894 წელს, მისი იტალიური ლაშქრობის შედეგად, გახდა იტალიის მეფე, 896 წელს კი გვირგვინიც კი აკურთხეს როგორც საღვთო რომის იმპერატორი, რომში, პაპის მიერ.[1] იტალიაში დასახულ მიზნებში მას დაეხმარა ბერენგარ ფრიული, კარლოს დიდის შვილიშვილი, რომელმაც 898 წელს ჩათვალა რომ იმპერატორის ტიტულის ღირსი იყო, იმიტომ რომ თავს კაროლინგების ნამდვილ შთამომავლად თვლიდა.
ბერენგარი იყო იტალიის მეფე 888 წლიდან, მაგრამ დაკარგა მიწები სპოლეტოს გაი III-ის გამო, რადგან მან თავი იტალიის მეფედ და იმპერატორად გამოაცხადა. ბერენგარი გადარჩა არნულფ კარინთის ჩარევით 894 წელს, დაამარცხა გაი სპოლეტო, რომელიც მალევე გარდაიცვალა. არნულფმა 896 წელს თავი გამოიცხადა იტალიის მეფედ (და იმპერატორად), მაგრამ იტალიის ქვემეფედ დაასახელა თავისი უკანონო ვაჟი რატოლდი. რატოლდი და ბერენგარი შეთანხმდნენ იტალიის გაყოფაზე, მაგრამ მალევე დაიწყეს ბრძოლა უზენაესობისთვის. რატოლდი მოულოდნელად გარდაიცვალა, ამიტომ ბერენგარი დარჩა მარტოხელა მმართველად და დაიწყო სწრაფვა იმპერატორის ტიტულისთვის. იცოდა ამის შესახებ, არნულფმა, ძალიან ავად იყო, ვერ მოახერხა პირადად იტალიაში გალაშქრება, მაგრამ დადო ალიანსი უნგრეთის ლიდერებთან, რომლებმაც 895-896 წლებში დაიკავეს კარპატების აუზის აღმოსავლეთი ნაწილი და დაარწმუნეს ისინი რომ ჯარი გაეგზავნათ და შეეტიათ ბერენგარისთვის. არნულფს მტრები ადანაშაულებდნენ, რომ მან უნგრელებთან კავშირი დადო ძაღლისა და მგლის ორად გაჭრით. ეს იყო მომთაბარე ხალხის გაერთიანების გზა, მხარეები ფიცს დებდნენ, რომ ალიანსს შეინარჩუნებდნენ და დაიწყევლეს თავი, რომ მოკვდებოდნენ, როგორც ცხოველები, რომლებსაც შუაზე გაჭრიდნენ, თუ ფიცს დაარღვევდნენ. ასე რომ, ალბათ ქრისტიანული გზის გარდა, რომლის შესახებაც მატიანეები არაფერს წერენ, არნულფს ეს ალიანსი ასევე უნგრელების „წარმართული“ გზით უნდა დაედო. ეს აჩვენებს, რომ არნულფმა იცოდა უნგრული საფრთხე მისი სამეფოს აღმოსავლეთ პროვინციებისთვის: ძირითადად პანონიის მარში. ასე რომ, ამ ალიანსს ორი მიზანი ჰქონდა: დაესაჯა ბერენგარი და გადაეტანა მათი ძალები პანონიიდან შორს, ამით, სულ ცოტა ხნით მაინც შეეძლო დარწმუნებული ყოფილიყო, იმაში რომ ისინი თავს არ დაესხმებოდნენ.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც იტალიელებმა საერთოდ არ იცოდნენ და დამშვიდდნენ, უნგრელებმა გაგზავნეს სამი ჯარი, რათა გადაეკვეთათ მდინარე ზოგიერთ შორეულ ადგილებში და განეთავსებინათ სხვადასხვა სტრატეგიულ წერტილებზე იტალიური ბანაკის გარშემო. როდესაც ამ შენაერთებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს, უნგრეთის მთავარმა არმიამ გადალახა მდინარე, ისე რომ იტალიელებს არ შეემჩნია და როგორც კი ბრძანება გასცა იტალიელებს ბანაკთანვე დაესხა თავს.
იტალიელთა უმეტესობა კარგად გამაგრებულ ბანაკში იმყოფებოდა და ისინი „სვამდნენ და ჭამდნენ“, როგორც კი უნგრელების სამმა ჯგუფმა მათ ალყა შემოარტყა, მეომრებმა კვლავ განაგრძეს იგივე მიუხედავად ამხელა საფრთხისა, ლიუტპრანდი წერს, რომ, როდესაც მტრებმა მათივე საჭმელს ისრები დაუშინეს მეომრებმა ჭამა კვლავ გააგრძელეს.[2] რა თქმა უნდა, ლიუტპრანდი შეიძლება გაზვიადებული იყოს, როცა წერს, რომ იტალიელები ყელში საჭმლით დახოცეს. ამ ერთდროულმა თავდასხმამ იტალიელებზე ბანაკის შიგნით და გარეთ, შეფერხდნენ და ვერ უშველეს ერთმანეთს. უნგრელებმა ჯერ იტალიური არმიის მთავარი ნაწილი გაანადგურეს შემდეგ კი ბანაკში განლაგებულებს შეუტიეს, მეომრების უდისციპლინობამ გამოიწვია მათი ხოცვა-ჟლეტა. იტალიელები სრულიად დასუსტებულები იყვნენ, შეუძლებელი იყო მტრის შეჩერება ამიტომაც თავს გაქცევით უშველეს. როდესაც კავალერიის ბანაკამდე მიაღწიეს ნახეს რომ ესეც აღებული ჰქონდათ უნგრელებს, ამიტომაც გაქცეული მეომრებიც ამოხოცეს. ალბათ, სამი უნგრული შენაერთიდან ერთ-ერთს, რომელიც მანამდე გაგზავნეს იტალიის ბანაკის გარსისთვის, ეკისრებოდა მოვალეობა დაეკავებინა თავლები ბრძოლის დაწყებამდე.[3]
უნგრელებმა, წინააღმდეგობის ყველა მცირე მცდელობის ჩახშობის შემდეგ, არ შეიწყალეს იტალიელები, მათ დახოცეს ისინი რომლებსაც დანებება სურდა.
იტალიელთა დანაკარგების რაოდენობა დიდი იყო. Annales Fuldenses აფასებს დაღუპულ იტალიელთა რაოდენობას 20000 კაცად. ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული რიცხვია, რადგან ვიცით, რომ იტალიის არმია მაქსიმუმ 15000 კაცს შეადგენდა, მაგრამ ცხადყოფს, რომ დანაკარგები მართლაც დიდი იყო. Catalogus abbatum nonantulorum წერს ათასობით ქრისტიანის დაღუპვის შესახებ, Regino of Prüm-ის ქრონიკონი წერს ისრებით მოკლული ადამიანების უთვალავი მასების შესახებ, ან იოანე დიაკონის Chronicon Sagornini მიუთითებს, რომ „მათგან რამდენიმე [იტალიელი] დაბრუნდა სახლში“. უნგრელების დანაკარგი იმდენად მცირე იყო ჩასათვლელადაც არ ღირს.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tolnai Világtörténelme. Budapest, 1909.
- Bóna István: A magyarok és Európa a 9–10. században. Budapest, 2000.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bóna, István (2000). A magyarok és Európa a 9-10. században ("The Hungarians and Europe in the 9th-10th centuries") (hu). Budapest: História - MTA Történettudományi Intézete, გვ. 29–30. ISBN 963-8312-67-X.
- ↑ The Complete Works of Luidprand of Cremona, p. 82-83. "Thus [...] they laid three ambushes on the flanks, and rushed into the middle of their enemies, fording the river straight across. For many of the Christians, worn out by the long wait caused by the negotiations had gone down through the fortifications so they might be refreshed with food. The Hungarians struck down these men so quickly that they pierced the food in their throats, [...]"
- ↑ The Complete Works of Luidprand of Cremona, p. 83. "These men caused their own deaths, too, when they neglected to come to the aid of their companions and rejoiced in their deaths. Thus the Christians run away while the pagans rampage, and those who earlier could not obtain mercy even with gifts, later would not spare those who were begging for mercy afterward."
- ↑ Chronicon of Regino of Prüm. In Györffy György, 2002 p. 200