ბრემენელი მუსიკოსების კვალზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კადრი ფილმიდან - მეფე, პრინცესა და გენიალური გამომძიებელი

ბრემენელი მუსიკოსების კვალზე (რუს. По следам бременских музыкантов — საბჭოთა ანიმაციური ფილმი. გამოვიდა 1973 წელს. რეჟისორი - ვასილი ლივანოვი. სცენარის ავტორები არიან იური ენტინი და ვასილი ლივანოვი.

იგი არის 1969 წლის ანიმაციური ფილმის ბრემენელი მუსიკოსები გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ეფუძნება ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპარს, მისი სიუჟეტი ორიგინალურია.

ფილმის მუსიკალური ელემენტების კომპოზიტორია გენადი გლადკოვი. აგრეთვე გამოიცა გრამფირფიტა ფილმში შეტანილი სიმღერების ჩანაწერებით.

2000 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება - ახალი ბრემენელები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]