ბრეიტოვული ჯიშის ღორი
იერსახე
ბრეიტოვული ჯიშის ღორი — უნივერსალური პროდუქტიული მიმართულების ღორის ჯიში. გამოყვანილია იაროსლავლის ოლქის ბრეიტოვოს რაიონში ადგილობრივი საგვიანო ღორის შეჯვარებით მსხვილი თეთრი, საშუალო თეთრი, ლიტვიური თეთღი და დანიური ჯიშის ღორებთან. ბრეიტოვული ჯიშის ღორი მსხვილი, სახორცე-საქონე ტიპისაა, თეთრია, აქვს მაგარი აგებულება და კარგად განვითარებული ბარკალი. სწრაფად სუქდება, როდესაც მის ულუფაში უხვადაა კარტოფილი და წვნიანი საკვები. კერატის ცოცხალი მასაა 300—350 კგ. ქუბისა — 220-260. ნაყოფიერება 11—12 გოჭი ერთ დაყრაზე; მერძეულობა 65—70 კგ. სუქებისას მოზარდეული 6,5—7 თვის ასაკში 90—100 კგ-ს აღწევს და კარგ ბეკონს იძლევა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 514.