ბჟინევის ციხე

ბჟინევის ციხე, დიდველის ციხე — ციხესიმაგრე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბჟინევში.
1939 წლიდან საჩხერის არქეოლოგიური კვლევა-ძიება დაიწყო პროფესორმა ბორის კუფტინმა. 1951 წელს მან გათხარა ბჟინევის, იგივე დიდველის ციხე. დიდველის ციხე წარმოადგენდა სათვალთვალო-საგუშაგო კოშკს, რომლის აშენების ხანად ბ. კუფტინმა XVII საუკუნის დასაწყისი მიიჩნია. ციხის მახლობლად ბორის კუფტინმა გათხარა ყორღანი, სადაც აღმოჩნდა ადრეული ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ნივთები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვართაგავა ა., საჩხერის რაიონის მატერიალური კულტურის ძეგლები ქორეთის საშუალო სკოლის მუზეუმის მასალების მიხედვით, სადიპლომო შრომა (დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში), 1966, გვ., 2
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16842