ბოჭორმის მესამე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოჭორმის მესამე ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადგილ ქისტაურებში, ტყეში, ფერდობზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგებ შენობათა ნაშთები გეგმით სწორკუთხაა (6 x 6 მეტრი; 6 x 4 მეტრი; 5 x 3 მეტრი და ასე შემდეგ). კედლების სისქეა 0,4-0,5 მეტრი. შენობების წინა, ღია მხარე, შესაძლოა, ხის კონსტრუქციებით იყო ამოყვანილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]