ბოსტონ-ტერიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსტონ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა აშშ
თვისებები
წონა 4,5-11,5 კგ.
სიმაღლე 38-43 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბოსტონ ტერიერი (ინგლ. Boston Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია აშშ-ში XIX საუკუნეში.

ინგლისური ბულდოგის , ბულტერიერის, ბოქსიორის და დღეს გადაშენებული თეთრი ტერიერის შეჯვარების გზით მიღებული ბოსტონი თავდაპირველად დაახლოებით 20 კილოგრამს იწონიდა, მაგრამ სელექციის შედეგად ის შესამჩნევად „გახდა“ და ზომაშიც დაპატარავდა. თავდაჭერილი, ჩაფიქრებული და ტაქტიანი, ახალი ინგლისის ეს მკვიდრი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ის ჭკვიანი, ალერსიანი და საიმედო კომპანიონია.

წინაპარი ტერიერების მოჩხუბარე ხასიათი ბოსტონს არ დაჰყვა, ის აშკარა უპირატესობას ადამიანების კომპანიას ანიჭებს, თუმცა სიამოვნებით დაიცავს თავის ტერიტორიას სხვა ძაღლისგან. ყველა დიდთავიანი ჯიშის მსგავსად ბოსტონს მშობიარობისას საკეისრო კვეთა უკეთდება. თუმცა, ბოლო დროს მოხერხდა მისი თავის ზომების შემცირება ისე, რომ შენარჩუნდა მისი თავისებურება და კეთილი გარეგნული იერი. ბოსტონ ტერიერი ვერ იტანს სიცხეს, ადვილად ეგუება ბავშვებს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, არ სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. აქვს ზომიერად ღრმა მკერდი, ზომიერი სიგრძის კისერი, თზელი, დაცქვეტილი ყურები. ბალანი თXელია. შეიძლება იყოს ვეფხვისებრი თეთრით ახ მუქი ვეფხვისებრი თეთრით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]