ბოროტი ხეობის ფენომენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბოროტი ხეობის ფენომენი (ინგლ. uncanny valley phenomenon) — ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ჰუმანიზირებული რობოტი ან ნებისმიერი სხვა ობიექტი, რომელიც გარეგნობით თუ მოქმედებებით ცდილობს ადამიანის მიმსგავსებას, იწვევს უხერხულობას და ზიზღს დამკვირვებლებს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიპოთეზა პირველად იაპონელმა მეცნიერმა მასაჰირო მორიმ 1978 წელს გამოთქვა. მან ჩაატარა გამოკითხვა იაპონელ ხალხს შორის, იგი აჩვენებდა მათ ადამიანის მსგავს ობიექტების ფოტო-სურათებს რითიც სწავლობდა გამოკითხული ხალხის ემოციურ მდგომარეობას და მათ რეაქციას ამ სურათებზე. თავდაპირველი რეაქცია მარტივად გამოსაცნობი იყო - რაც უფრო მეტად წააგავდნენ რობოტები ადამიანებს, მით უფრო მისაღები იყო რობოტი ადამიანებისთვის, თუმცა ეს გარკვეულ წერტილამდე გრძელდებოდა, რომლის შემდეგ მსგავსება იწვევდა დისკომფორტის გრძნობას და ზოგიერთ შემთხვევაში შიშსაც.[1]

მასაჰირო მორიმ შეამჩნია დიდი ემოციური ჩავადრდნა გამოკითხულ ხალხს შორის და სწორედ ამ ჩავადნას მის მიერ წარმოებულ გრაფიკზე ეწოდა ბოროტი ხეობის ფენომენი. [2]

შესაძლო მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ფსიქოლოგიური ფენომენის გამომწვევი მიზეზები დღეისათვის არ არის ცნობილი. შესაძლებელია, პრობლემა იმალება იმაში რომ, ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე ანალიზირებას უკეთებს ნებისმიერ გადახვევას ნორმალურობისგან და აქედან არის გამოწვეული ამ ობიექტების მიმართ ასეთი დამოკიდებულება.

პირის ემოციური რეაქცია რომელიც დამოკიდებულია ობიექტის ადამიანთან მსგავსებაზე

არის ვარიანტი რომლის მიხედვითაც რაღაც დონეზე არაცოცხალი მანქანა ადამიანის თვალში წყვეტს არაცოცხალ მანქანად არსებობას და გარდაიქმნება ნორმისგან გადახვეულ ადამიანად ან სულაც გაცოცხლებულ გვამად. ამის გარდა ასეთი ობიექტების უკუგდების მიზეზი შეიძლება იყოს ასეთი რობოტების სახის სიმეტრია, რომელიც იშვიათია ხალხში და გამოიყურება არაბუნებრივად.

ხელოვნებაში გამოვლინებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოროტი ხეობის ფენომენზე არის დამყარებული თანამედროვე კინემატოგრაფიის ძალიან დიდი ნაწილი. ფილმები სადაც ადამიანის მსგავსი რობოტები აწყობენ რევოლუციას ან უპირისპირდებიან ადამიანს არის სწორედ ამ ფენომენზე თამაში, მაგალითისთვის ფილმი „მე, რობოტი“ სადაც ადამიანს მიმსავსებული რობოტები მიდიან მათი შემქმნელი ადამიანების წინააღმდეგ. ზოგისთვის ეს ფილმი საკმაოდ რთული საყურებელია რადგანაც აქ ვლინდება ბოროტი ხეობის ფენომენი.

ასევე აწ უკვე ლეგენდარული ნაწარმოები „ფრანკენშტეინი“, იგი წვდება ამ ბოროტი ხეობის გრაფიკზე ყველაზე ღრმა წერტილს, გამოკითხულთა უმეტესმა ნაწილმა სწორედ ამ ნაწარმოებზე გამოავლიანა ემოციური ფონის ყველაზე ღრმა ჩავარდნა, რასაც შემდგომ ეწოდა ბოროტი ხეობის ფენომენი.

თანამედროვე მაგალითებისთვის შეგვიძლია მივადგეთ „მოსიარულე მკვდრების“ მთელ მულტისამყაროს. ტელესერიალს აქვს საკმაოდ კარგი რეიტინგი IMDb-ზე და ჰორორ ჟანრის სერიალებს შორის ითვლება საკმაოდ კარგ წარმომადგენლად, რადგან აქ ხდება ამ ფენომენის ძალიან დიდი გამოვლინება. მოსიარულე გვამების (ზომბების) ორდები ამ ფენომენის საკმაოდ კარგ გამოვლინებას აკეტებს, ამ სანახაობის შეხედვისას ქვეცნობიერ დონეზე ხდება ამ ყველაფრის უკუგდება და მოულოდნელი დაძაბულობაც კი, რაც გამოწვეულია სწორედ ბოროტ ხეობაში ემოციური ჩავარდნის გამო.

არსებობს კიდევ ათასობით ფილმები თუ რაიმე სხვა ნაწარმოებები სადაც ხდება ამ ფენომენზე თამაში. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ თავად გაეცნოთ და თქვენ თავზეც გამოსცადოთ ეს მართლაც რომ იდუმალი ფსიქოლოგიური ფენომენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Митио Каку, 10. Искусственный разум и кремниевое сознание // {{{სათაური}}} = The Future of the Mind: The Scientific Quest to Understand, Enhance, and Empower the Mind / пер. с англ. Н. Лисовой, науч. ред. К. Томс, М.: Альпина нон-фикшн, 2015. — გვ. 318—320, 5000 ეგზ., ISBN 978-5-91671-369-5.
  2. Masahiro Mori The Uncanny Valley (ინგლისური) // IEEE Robotics and Automation Society#Публикации, Vol. 19, P. 98–100, doi:10.1109/MRA.2012.2192811, დაარქივებულია ორიგინალიდან (4 იანვარი 2018) (копия; первое издание статьи на японском языке Mori M. The Uncanny Valley // Energy, 1970. Vol. 7. №. 4. pp. 33—35)