ბორის ასაფიევი
ბორის ვლადიმერის ძე ასაფიევი (რუს. Борис Владимирович Асафьев; ლიტერატურული ფსევდონიმი იგორ გლებოვი; დ. 29 ივლისი [ძვ. სტ. 17 ივლისი], 1884, პეტერბურგი ― გ. 27 იანვარი, 1949, მოსკოვი) — რუსი მუსიკათმცოდნე და კომპოზიტორი. საბჭოთა მუსიკათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სსრკ სახალხო არტისტი (1946), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943), ორგზის სტალინური პრემიის ლაურეატი (1943, 1948).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1908 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1910 წელს — კონსერვატორია (ა. ლიადოვის კლასი). 1919-1930 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1925-იდან ლენინგრადის კონსერვატორიის პროფესორია. 1948 წელს ირჩევენ სსრკ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ. დაწერილი აქვს მრავალი მნიშვნელოვანი შრომა რუსული და დასავლეთ ევროპის მუსიკის ისტორიის საკითხებზე („ჩაიკოვსკის ინსტრუმენტული შემოქმედება“, 1922; „სიმფონიური ეტიუდები“, 1922; „წიგნი სტრავინსკიზე“, 1929; „ევგენი ონეგინი“, 1944; „ჯადოქარი ქალი“, 1947; „გლინკა“, 1947; „გრიგი“, 1948; „მუსიკალური ფორმა როგორც პროცესი“, წიგნი 1-2, მე-2 გამოცემა, 1963 და სხვა).
ასაფიევის მუსიკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ბალეტები (სულ 28): „პარიზის ალი“, (1934), „კავკასიის ტყვე“ (1938), 11 ოპერა, ოთხი სიმფონია, კამერული ნაწარმოებები. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Орлова Е., Б. В. Асафьев. Путь исследователя и публициста, Л., 1964;
- Памяти академика Б. В. Асафьева Сб. статей о научно-критическом наследии, М.-Л., 1951;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 625.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დაბადებული 29 ივლისი
- დაბადებული 1884
- გარდაცვლილი 27 იანვარი
- გარდაცვლილი 1949
- მოსკოვში გარდაცვლილები
- რუსი კომპოზიტორები
- რუსი მუსიკათმცოდნეები
- ლენინის ორდენის კავალრები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები