ბორენა (პოეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორენაქართველი პოეტი ქალი. მისი სახელი შემონახულია ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც დაცულია სვანეთში, სოფელ ნესგუნში. ხატის ვერცხლის ზურგზე დაწერილია ლექსი, ღვთისმშობლის საგალობელი. ხატი ადგილზე ნახა და შეისწავლა არაერთმა მეცნიერმა, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც ტექსტი ასე წაიკითხა:

რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი
ჰრქუი რაჲ გაბრიელს: ვარ უფლისა მჴევალი,
მაშინ ისტუმრე ქუეყნად მოუვალი,
დაემხო ძალი, პირველივე სისხლ დამთრალი
ქალწულო, მიჴსენ, ბორენა ჭირმრავალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალები შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2022, გვ. 23-35
  • დაბრუნება, ტ. II, თბ., 1991, გვ. 358-359