ბონი და კლაიდი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბონი და კლაიდი“
რეჟისორი ართურ პენი
პროდიუსერი უორენ ბიტი
სცენარისტი დევიდ ნიუმენი, რობერტ ბენტონი
როლებში უორენ ბიტი
ფეი დანაუეი
კომპოზიტორი ჩარლზ სტრაუსი
ხანგრძლივობა 111 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 2.5 მილიონი
შემოსავალი 50,700,000[1] (აშშ)
$70,000,000[2] (მსოფლიო)

ბონი და კლაიდი (ინგლ. Bonnie and Clyde) — ამერიკული ბიოგრაფიული ფილმი, გადაღებული 1967 წელს რეჟისორ ართურ პენის მიერ, რომელიც აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდის მძარცველების ბონისა და კლაიდის ცხოვრებას. მიუხედავად მკვლელობებისა და ძალადობის რომანტიზაციის გამო კრიტიკისა, ფილმმა მიიღო ორი ოსკარი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტეხასი, 30-იანი წლები. ბონი პარკერი (ფეი დანაუეი) ცხოვრობს დედასთან, მუშაობს კაფეში და არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობს, რომ მისი ცხოვრება იქნება მოსაწყენი და უპერსპექტივო. ერთ დღესაც ის ამჩნევს კლაიდ ბეროუს (უორენ ბიტი), რომელიც ცდილობს, მოიპაროს ბონის დედის მანქანა და დაუწყებს მას საუბარს. ბონის მოეწონება კლაიდი, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს. იმის დასამტკიცებლად, რომ შეიძლია იარაღის გამოყენება, კლაიდი ბონის თვალწინ გაძარცვავს მაღაზიას, მოიპარავს მანქანას და ამის შემდეგ ორივე ერთად გარბის ქალაქიდან.

ბონი და კლაიდი გეგმავენ ბანკის გაძარცვას, თუმცა ბანკში ფული არ აღმოჩნდება. ამის შემდეგ ისინი გაძარცვავენ მაღაზიას, ძარცვის დროს კლაიდს თავს დაესხმება მაღაზიის მფლობელი. მძარცველები გაქცევას მოახერხებენ. ისინი ბენზინგასამართ სადგურზე შეხვდებიან ახალგაზრდა მოსს, რომელიც ბანდას შეუერთდება. ამავე დროს მაღაზიის მფლობელი პოლიციაში განაცხადებს ძარცვის შესახებ. პოლიცია კლაიდის იდენტიფიცირებას მოახდენს.

ბანკის ძარცვისას მოსს საჭესთან მიუჩენენ ადგილს. ის ავტომანქანას მოუხერხებლად დააყენებს, რის გამოც უკვე გაქცეულებს ბანკის მოხელე დაეწევათ დამანქანაზე შეხტება. კლაიდი მას მოკლავს, ხოლო შემდეგ სასტიკად საყვედურობს მოსს, რომ მის გამო მკვლელობის ჩადენა მოუწია. კლაიდი სთხოვს ბონის, დაბრუნდეს სახლში, რადგან მასთან ერთად ყოფნა უკვე საშიშია. ბონი გადაწყვეტს, დარჩეს კლაიდთან ერთად.

კლაიდს მოინახულებს ძმა ბაკი (ჯინ ჰეკმენი) და მისი ცოლი, ბლანში (ესტელ პარსონსი). ყველანი გადავლენ ბაკის სახლში, სადაც მოულოდნელად, პოლიცია დაადგებათ თავს. სროლისას მოკვდება ბევრი პოლიციელი, ხოლო მძარცველები მოახერხებენ გაქცევას. ბონი მოსთხოვს კლიადს, მოიცილოს ბაკი და მისი ცოლი, რომელიც ისტერიულად კივის მომხდარის შემდეგ. კლაიდი უარზეა, ისინი შეურაცხყოფას მიაყენებენ ერთმანეთს, თუმცა განაგრძობენ გზას. უთანხმოებას წარმოშობს ასევე ბლანშის მოთხოვნა, რომ ნაძარცვი ფულიდან მასაც შეხდეს თავისი წილი. კლაიდი ამაზეც თანხმდება, მიუხედავად ბონის უკმაყოფილებისა.

მძარცველები ახერხებენ, თავი დაიძვრინონ პოლიციისაგან. ისინი გადაუჩებიან რეინჯერს, რომელიც ცდილობს, დაიჭიროს ბანდის წევრები, რათა მიიღოს დაპირებული ჯილდო. ასევე, გაექცევიან პოლიციის მანქანების დევნას მეზობელ შტატ ოკლაჰომაში. ისინი აქ მოიპარავენ მანქანას. მანქანის მფლობელი დაედევნება მათ საყვარელთან ერთად. მძარცველები დაიჭერენ წყვილს და ჩაისვამენ მანქანაში. როცა ბონი გაიგებს, რომ ისინი სარიტუალო მომსახურებით არიან დაკავებულნი, ორთავეს მოიცილებს.

ბონის სურს, მოინახულოს დედა და ნახავს კიდეც მას. ქალაქში ვიღაც შეამჩნევს მოსის პისტოლეტს და პოლიციას შეატყობინებს. ღამით პოლიცია თავს დაესხმება ბანდას. სროლისას თავში დაიჭრებიან ბაკი და ბლანში. მიუხედავად ამისა, ისინი გაქცევას მოახერხებენ. დევნისას სასიკვდილოდ დაჭრიან ბაკს, დააპატიმრებენ ბლანშს, ხოლო დანარცენები მოახერხებენ პოლიციის ხელიდან გასხლტომას. ბონი და კლაიდი დაჭრილები არიან, მოსი მათ წაიყვანს მამასთან.

მოსის მამა სტუმართმოყვარედ ეგებება ბანდას, მაგრამ მათ ზურგს უკან კავშირს ამყარებს პოლიციასთან. ის აიძულებს მოსს, არ ჩაჯდეს ბონისა და კლაიდის მანქანაში ბანკის ძარცვის შემდეგ. მანქანით უკანდაბრუნებულ ბონისა და კლიდს ის გზაზე შაჩერებს და დხმარებას სთხოსვ სატვირთო ავტომობილის შეკეთებაში. პოლიცია, რომელიც იქვეა ჩასაფრებული ავტომატის ჯერით დაცხრილავს მძარცველებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის თავდაპირველი სცენარი დაწერეს დავიდ ნიმანმა და რობერტ ბენტონმა და გაუგზავნეს ის ფრანსუა ტრიუფოს, რომელიც დაინტერესდა სცენარით. თუმცა იმ დროს უპირატესობა მიანიჭა საკუთარ პროექტს ფარენჰეიტი 451 და სცენარი ჟან-ლუკ გოდარს გაუგზავნა. გოდარის შეხედულებები ფილმზე არ ემთხვეოდა სტუდიის შეხედულებებს. საბოლოოდ სცენარი მოხვდა უორენ ბიტისა და ართურ პენის ხელში. მათ მოიწვიეს მესამე სცენარისტი, რობერტ თაუნი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს სცენარში. სცენარიდან ამოიღეს ბონის, კლაიდისა და მოსის სასიყვარულო სამკუთხედი, კლაიდის ბისექსუალობა შეცვალეს იმპოტენციით, ხოლო მოსს მიანიჭეს კომიკური ხასიათი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინაციებში ასევე წარდგენილნი იყვნენ ფეი დანაუეი - საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის; ჯინ ჰეკმენი და მაიკლ ჯ. პოლარდი - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვანი როლისთვის; ნომინაცია - საუკეთესო ფილმი. ფილმი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე შვიდ კატეგორიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bonnie and Clyde, Box Office Information. The Numbers. ციტირების თარიღი: March 8, 2012.
  2. Bonnie and Clyde, Box Office Information. IMDb. ციტირების თარიღი: March 8, 2012.