ბონდო შალიკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბონდო ზურაბის ძე შალიკიანი (დ. 1967 — გ. 7 აგვისტო, 2012, მინსკი) — ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი.

შალიკიანი პოლიტიკურ საქმიანობაში 1990-იანი წლების ბოლოს ჩაერთო. ამ დროისთვის ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი იყო. ფლობდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, აქციებს ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, კურორტ „საირმეში“, ფარმაცევტულ ქარხანას ქუთაისში, ტელეკომპანია „ქუთაისს“ და სხვ. 2002 წელს აირჩიეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, 2003 წელს — საქართველოს პარლამენტის წევრად (ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი). 2004 წლის მარტში ქუთაისში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის მსვლელობისას დააპატიმრეს გადასახადებისთვის თავის არიდების და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით. წინასწარ პატიმრობაში მყოფი შალიკიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა საქართველოს პარლამენტმა გადაავადა.[1] 2004 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, თუმცა ჩამოართვეს კუთვნილი ბიზნესების ნაწილი. შალიკიანი ამის შემდეგ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქაური მოქალაქეობა. 2007 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განაახლა 1990-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი დანაშაულების გამო (ადამიანის გატაცება, გამოძალვა, „ქურდული სამყაროს“ წევრობა), რის გამოც სასამართლომ მას დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცხოვრობდა რუსეთსა და ბელარუსში (ბონდო პავლოვის სახელით). 2012 წელს მოკლეს მინსკში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]