ბოგის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოგის ნაეკლესიარიარქეოლოგიური ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგის სამხრეთ-აღმოსავლეთით. იგი გადაჰყურებს სოფელ კლდეს. ეკლესია თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. შემორჩენილია საკურთხევლის მცირე ნაწილი. ნაეკლესიარს ემჩნევა გათხრების კვალი. აქ აღმოჩენილი მასალა ძირითადად კრამიტის ფრაგმენტებია, რომელიც ცალკეა დაგროვებული. ადგილობრივების გადმოცემით, ძეგლი ისტორიკოსებმა გაწმინდეს, მუშაობის პროცეში აღმოჩენილა ეპიგრაფიკული ძეგლები, რომელსაც ვალერი სილოგავა სწავლობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39308