ბოგდან ბენიუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოგდან ბენიუკი
დაბადების თარიღი 26 მაისი 1957 (66 წლის)
ბიტკოვი, ნადვორნიანსკის ოლქი, სტანისლავის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა
პროფესია მსახიობი, ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი
აქტიური 1978 - დან
ჯილდოები უკრაინის I - ლი ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის
უკრაინის მე- II ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის
უკრაინის მე- III ხარისხის ორდენი დამსახურებისთვის
უკრაინის სსრ დამსახურებული არტისტი
უკრაინის დამსახურებული არტისტი
ალექსანდრ დოვჟენკოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
ტარას შევჩენკოს ეროვნული პრემიის ლაურეატი
ხელმოწერა

ბოგდან ბენიუკი ( უკრ. Богдан Михайлович Бенюк ; დ. 26 მაისი, 1957, ბიტკოვი, უკრაინის სსრ, სსრკ ) — საბჭოთა და უკრაინელი თეატრისა და კინოს მსახიობი,ტელეწამყვანი, უკრაინის სახალხო არტისტი (1996). უკრაინელი პოლიტიკოსი, უკრაინის მე-7 მოწვევის სახალხო დეპუტატი. VO "Svoboda"-ს თავმჯდომარის მოადგილე საზღვარგარეთ უკრაინელებთან ურთიერთობის საკითხებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოგდან ბენიუკი დაიბადა 1957 წლის 26 მაისს ქალაქ ბიტკოვში , ნადვორნიანსკის ოლქში, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში.

1978 წელს დაამთავრა კიევის კარპენკო-კარის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი.

1978-1980 წლებში მუშაობდა კიევის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1980 წლიდან იყო კიევის ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი, რამდენიმე წლის განმავლობაში ასრულებდა წამყვანის ფუნქციას.

1989-1994 წლებში ბოგდან ბენიუკი კარპენკო-კარის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში უფროს პედაგოგის რანგში ატარებდა ლექციებს, ამავე დროს არ შეუწყვეტია თეატრში მუშაობა. პ უძღვებოდა რამდენიმე გასართობ სატელევიზიო გადაცემას. პირველ ეროვნულ არხზე — "მარტოხელა ბერბიჭას შოუ" და "თეთრი ყვავი" არხზე " 1+1 ".

ანატოლი ხოსტიკოევთან და მიროსლავ გრინიშინთან ერთად არის თეატრალური კომპანია "Бенюк і Хостікоєв"- ის თანადამფუძნებელი. [1]

ბელოცერკოვეცში ტაძრის კურთხევის დროს

პოლიტიკური შეხედულებებით იზიარებს უკრაინელი ნაციონალისტების იდეებს, არის VO „Svoboda“-ს წევრი, საიდანაც დასახელდა დეპუტატობის კანდიდატად. 2010 წლიდან - კიევის რეგიონალური საბჭოს დეპუტატი. იგი გახდა უკრაინის მე-7 მოწვევის სახალხო დეპუტატი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ბოგდან ბენიუკი უკრაინის უმაღლეს რადაში 2014 წელს

რუსეთის მიერ ყირიმის ხელში ჩაგდების შემდეგ, 2014 წლის 18 მარტს, ბენიუკმა პარტია Svoboda-ს კოლეგებთან, მათ შორის უმაღლესი რადას დეპუტატ იგორ მიროშნიჩენკოსთან ერთად, გამოიყენა ფიზიკური ძალა და აიძულა  უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე პანტელეიმონოვი დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ. [2] ბენიუკის აღშფოეთება გამოწვეული იყო რუსეთში ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით ზეიმის ჩვენებით. [3] Svoboda-ს წევრების ქმედება დაგმო როგორც უკრაინის საზოგადოებამ, ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა. [4] უკრაინის ოცდაათზე მეტმა სახალხო და დამსახურებულმა არტისტმა ხელი მოაწერა წერილს,

ბოგდან ბენიუკი თეატრალურ სპექტაკლში "ჟონა და ჟონა"

რომელშიც მიაჩნდათ, რომ ბენიუკის მხრიდან პატიოსანი ქმედება იქნებოდა, თუ ის უკრაინის სახალხო არტისტის წოდების მოხსნას მოითხოვდა. [5] 2014 წლის 27 მარტს ბენიუკი შეიყვანეს ყირიმის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ იმ პირთა სიაში, რომელთა ყოფნა ყირიმის ტერიტორიაზე არასასურველია. [6] ბენიუკმა, 2014 წლის 31 მარტს პანტელეიმონოვის ცემის კომენტირებისას, უარი განაცხადა მანდატის დათმობაზე. [7] 2014 წლის 4 აპრილს, მსახიობის შემოქმედებით საღამოზე შეძახილებით "დატოვე შენი მანდატი!" ხუთმა ადამიანმა სცადა ბენიუკისთვის დამპალი პომიდვრების სროლა. [8]

2015 წელს იგი აირჩიეს კიევის საკრებულოს დეპუტატად VO "Svoboda" - დან.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უფროსი ძმა — პიოტრ ბენიუკი, უკრაინის სახალხო არტისტი.
  • დაქორწინებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

ივან ფრანკო სახელობის თეატრში შეასრულა 50-მდე როლი. [9]

პოლიტიკური შეხედულებებიბელო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიის ცნობით, ბოგდან ბენიუკი, თავისი თანაპარტიელების უმეტესობისგან განსხვავებით, გულდასმით ირჩევს სიტყვებს. [10]

2012 წელს გააკრიტიკა უკრაინელები. როგორც თავად განაცხადა:

"ჩვენ ვართ მოღალატეების და ყველაზე თბილი ადგილის მაძებარი ერი.“

2022 წლის თებერვალში მან მკვეთრად გააკრიტიკა და დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. [11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Про Театральну компанію «Бенюк і Хостікоєв». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-25. ციტირების თარიღი: 2011-12-01.
  2. «Свободовцы» избили руководителя Национальной телекомпании. ციტირების თარიღი: 2014-03-19
  3. Мирошниченко уверяет, что не бил Пантелеймонова. ციტირების თარიღი: 2014-03-19
  4. [ТСН: Яценюк засудив дії «свободівців» у НТКУ(უკრ.). ციტირების თარიღი: 2014-03-23 ТСН: Яценюк засудив дії «свободівців» у НТКУ(უკრაინული)]
  5. Луганские деятели культуры считают, что Богдан Бенюк должен отказаться от звания народного артиста. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-25. ციტირების თარიღი: 2014-03-25
  6. Сепаратисты составили список персон нон-грата в Крыму. ციტირების თარიღი: 2014-03-27
  7. Бенюк отказывается сложить мандат после скандала с избиением Пантелеймонова. ციტირების თარიღი: 2014-04-05
  8. Бенюка под выкрики «Сдавай мандат!» забросали гнилыми помидорами. ციტირების თარიღი: 2014-04-05
  9. Богдан Бенюк на сайте театра Франка (укр.). ციტირების თარიღი: 2014-07-06
  10. «Свободівець» Богдан Бенюк: У партії Регіонів теж громадяни України. Значить, з ними можна і співати, і чарку пити. ციტირების თარიღი: 2013-04-30
  11. Богдан Бенюк: Кремль буде палати!. ციტირების თარიღი: 2022-06-26