ბნელი კოშკი (2017 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბნელი კოშკი
რეჟისორი ნიკოლაი არსელი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება ბნელი კოშკი
- სტივენ კინგი
როლებში
მუსიკა ტომ ჰოლკენბორგი
ოპერატორი რასმუს ვიდებეკი
მონტაჟი
სტუდია
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 95 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 66 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 110.3 მილიონი აშშ დოლარი[3]

„ბნელი კოშკი“ (ინგლ. The Dark Tower) — 2017 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ვესტერნი[4], რომლის რეჟისორი და თანასცენარისტი ნიკოლა არსელია. იგი არის სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანების სერიის გაგრძელება, იდრის ელბას როლანდ დისკეინის როლში მონაწილეობით. როლანდი მსროლელია, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ბნელი კოშკი - მითური სტრუქტურა, რომელზეც დამოკიდებულია ყველა სამყარო. მთავარი უარყოფითი გმირია უოლტერ ო'დიმი (მეთიუ მაკ-კონეჰი), „მამაკაცი შავებში“.[5]

დაგეგმილი იყო, რომ ფილმი იქნებოდა შესავალი ტელესერიალისთვის. მასში გამოყენებულია როგორც „ბნელი კოშკის“ რომანების თემები, ასევე ელემენტები წიგნებიდან „ნათება“ და „დოქტორი ძილი“[6]. მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე ნიუ-იორკში და როლანდის მშობლიურ შუა-სამყაროში. არსელი ამბობდა, რომ მოყვარულები მიხვდებოდნენ ფილმის კავშირს უფრო ადრეულ მოვლენებთან და რომ იგი არ ეფუძნებოდა რომელიმე წიგნის ერთ სიუჟეტს.[7]

ფილმის პრემიერა გაიმართა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 2917 წლის 31 ივლისს, ხოლო ძირითადი ჩვენებები აშშ-ში 4 აგვისტოს დაიწყო, Columbia Pictures-ის დისტრიბუციით.[8] ნამუშევარმა ძირითადად უარყოფითი შეფასებები მიიღო - „გაუგებარი შინაარსის“, ისევე, როგორც წიგნებისგან შორს მყოფი იდეების და სიმარტივის გამო.[9] ამასთან, ზოგიერთმა კრიტიკოსმა დადებითად შეაფასა ელბას და მაკ-კონეჰის შესრულება.[10] ფილმის შემოსავალმა შეადგინა 110.3 მილიონი აშშ დოლარი[3].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიკ ჩემბერზი 11 წლის თავგადასავლების მოყვარულია, რომელიც აღმოაჩენს პარალელური სამყაროს არსებობას. იგი მოხვდება შუა-სამყაროში და ხვდება მსროლელს, როლანდ დისკეინს, რომელიც, თავის მხრივ, ეძებს ბნელ კოშკს, უკანასკნელის გადასარჩენად. ისინი ერთად მოგზაურობენ, მაგრამ მსროლელის გეგმებს ემუქრება რენდელ ფლეგის, იგივე უოლტერ ო'დიმის, შავებში ჩაცმული მამაკაცის ჩარევა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნებაა და დიდი ხანია, მოსწონდა მისი შესრულება.[11] „იდრისს ვესაუბრე თავგადასავალის და კა-ტეტის ხედვაზე. განვიხილეთ, თუ ვინ იყო ეს პერსონაჟი. რა არის მისი მიზანი? რა არის მისი ფსიქოლოგია? გვაინტერესებდა, ემთხვეოდა თუ არა ჩვენი ხედვები. და ისინი დაემთხვა. როლანდის უნიკალური ხედვა გვქონდა.“[11] სტივენ კინგი საუბრობდა ელბაზე: „მომწონს. ვფიქრობ, საოცარი მსახიობია, დღეს ერთ-ერთი საუკეთესო.“[11] „ჩემთვის ეს პერსონაჟი იგივეა. თითქმის სერჯო ლეონეს პერსონაჟი, უსახელო მამაკაცივით. იგი შეიძლება იყოს თეთრი ან შავი, ჩემთვის სულ ერთია. თანმხლები ისტორიისთვის ეს ბევრ საინტერესო ვარიაციას ქმნის.“[11]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ინტერვიუებში, ტრეილერებში და პრომო-მასალებში მას ეწოდება უოლტერ ო'დიმი, უოლტერ პადიკი ან მამაკაცი შავებში და არა რენდელ ფლეგი (ანუ ნამდვილი სახელი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. THE DARK TOWER (12A). British Board of Film Classification. წაკითხვის თარიღი: 5 August 2017.
  2. Sony's long-awaited 'Dark Tower' may unseat 'Dunkirk' with $25-million box-office premiere (August 2, 2017).
  3. 3.0 3.1 The Dark Tower (2017). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2017.
  4. The Dark Tower (2017). AllMovie. წაკითხვის თარიღი: August 1, 2017.
  5. film, Guardian. “The Dark Tower trailer: Idris Elba and Matthew McConaughey go to war in the fantasy epic“, The Guardian, 2017-05-03. (en-GB) დაარქივებულია ორიგინალიდან - 2017-06-20. 
  6. IS THE DARK TOWER ANY GOOD? DEPENDS HOW MUCH YOU'VE READ
  7. 'The Dark Tower' Movie Is Actually a Sequel (July 14, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან - July 15, 2016.
  8. The Dark Tower Movie Delayed. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-11-04.
  9. The Dark Tower review round-up: Stephen King adaptation disappoints both newbies and fans. The Independent (August 3, 2017).
  10. Why Idris Elba Makes 'The Dark Tower' A Must-See In Theaters. Forbes (August 4, 2017).
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 Breznican, Anthony. (March 1, 2016) The Dark Tower rises. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 17, 2016. წაკითხვის თარიღი: March 11, 2016.
  12. Kroll, Justin. (March 10, 2016) ‘Dark Tower’ Taps Newcomer Tom Taylor for Jake Chambers Role (EXCLUSIVE). Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 10, 2016. წაკითხვის თარიღი: March 11, 2016.
  13. Kit, Borys. (March 10, 2016) Sony's 'Dark Tower' Finds Its Jake Chambers. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 11, 2016. წაკითხვის თარიღი: March 11, 2016.
  14. Galuppo, Mia. (April 21, 2016) Fran Kranz Joins Stephen King Adaptation 'The Dark Tower' (Exclusive). The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 23, 2016. წაკითხვის თარიღი: April 21, 2016.
  15. Andreeva, Nellie. (April 14, 2016) Jackie Earle Haley To Co-Star In 'The Tick' Amazon Pilot, Joins 'The Dark Tower' Film. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 15, 2016. წაკითხვის თარიღი: April 14, 2016.
  16. Lawrence, Derek. (April 27, 2016) The Dark Tower casts Vikings star Katheryn Winnick. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან - April 30, 2016. წაკითხვის თარიღი: April 28, 2016.
  17. THE DARK TOWER Movie Casts Fran Kranz - Hell Horror en-US (2016-04-22). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-07-01. წაკითხვის თარიღი: 2016-07-13