ბლეფაროსპაზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლეფაროსპაზმი, 19 წლის ბიჭის თვალი.

ბლეფაროსპაზმი (ბერძ. βλέφαρον — ქუთუთო და σπασμόςსპაზმი, კრუნჩხვა) — თვალის წრიული კუნთების სიმეტრიული შეკუმშვა. კლონური ბლეფაროსპაზმი ქუთუთოს უნებლიე ხშირი ციმციმი ან შენელებული დახუჭვა და გახელაა. ტონური ბლეფაროსპაზმი — მედეგი სპასტიკური მოჭუტვა, რომელიც რამდენიმე საათი ან კვირა გრძელდება. შეინიშნება ქორეის, ტეტანუსის, ექსტრაპირამიდული სისტემის პათოლოგიის, თვალის, კბილების, ცხვირ-ხახის დაავადებებისა და დაზიანების დროს და სხვ. მკურნალობა მიმდინარეობს დაავადებაზე დაყრდნობით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Блефароспазм // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 595.