სპაზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპაზმი (ბერძ. σπασμός — კრუნჩხვა < σπάω — ვქაჩავ, ვწევ) — კუნთების ან კუნთების ჯგუფის უნებლიე ტონური შეკუმშვა (კრუნჩხვა). განარჩევენ განივზოლიანი (ჩონჩხის) კუნთების (მაგ., ზოგიერთი დამბლის დროს), გლუვი კუნთების — სისხლძარღვთა კედლის (ანგიოსპაზმი; მაგ., სტენოკარდიის დროს), ბრონქების (ბრონქული ასთმა), საყლაპავის (კარდიოსპაზმი), ქუთუთოს (ბლეფაროსპაზმი), ნაწლავისა და სხვა სპაზმებს. ჩონჩხის კუნთების სპაზმი აძნელებს მოძრაობას, გლუვი კუნთების სპაზმის შედეგად კი ირღვევა ორგანოს სხვადასხვა ფუნქცია.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 506.
  2. Бруенок А. В. Спазм // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 37.