ბირანგის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბირანგის მთები
Byrranga.png
კოორდინატები: 76°00′ ჩ. გ. 108°00′ ა. გ. / 76.000° ჩ. გ. 108.000° ა. გ. / 76.000; 108.000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 1146 
სიგრძე 1100 კმ
სიგანე 200 კმ
ბირანგის მთები — რუსეთი
ბირანგის მთები

ბირანგის მთები (რუს. Бырранга горы) — მთები ტაიმირის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, კრასნოიარსკის მხარეში. შედგება პარალელური მთაგრეხილებისა და ვრცელი ტალღოვანი პლატოებისაგან. სიგრძე 1100 კმ, სიგანე 200 კმ-ზე მეტი, მაქსიმალური სიმაღლე 1146 მ. მდინარეების პიასინისა და ტაიმირის ხეობებით იყოფა აღმოსავლეთ, დასავლეთ და შუა ნაწილებად. აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური ტრაპებით (გაბრო-დიაბაზებით). ჰავა ცივი, მკვეთრად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა –30°С,–33°С, ივლისისა 2°С, 10°С. გაზაფხული ივნისში იწყება. აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 0°С-ზე დაბლა ჩამოდის. ნალექები 120-400 მმ წელიწადში. დამახასიათებელია თანამედროვე გამყინვარება, რომლის საერთო ფართობია 50 კმ². მთები შემოსილია არქტიკული ტუნდრის მცენარეულობით, ჭარბობს ხავსი, მღიერები. ცხოველებიდან ბინადრობს ლემინგი, ჩრდილოეთის ირემი, არის პოლარული კაკაბი, თეთრი ბუ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]