ბიომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხმელეთის ბიომები

ბიომი[1] (ინგლ. biome, ბერძნ. βίος — სიცოცხლე და ...ომა) — ერთი ბუნებრივ-კლიმატური ზონის ეკოსისტემების ერთობლიობა.[2] სახელწოდება „ბიომი“ ჩვეულებრივ განსაზღვრავს მცენარეულობის გაბატონებულ ტიპს ან ლანდშაფტის ძირითად სტაბილურ თვისებას. დაბლობ ტერიტორიაზე ბიომი იკავებს მნიშვნელოვან სივრცეს და ტერიტორიული თვალსაზრისით ცოტად თუ ბევრად განცალკევებულია. მთებში მცირე ფართობზე ერთმანეთთან შეიძლება მეზობლობდეს ხუთამდე სარტყლურობის ბიომი. ხმელეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიომებია: ტუნდრა, ტაიგა, ფართოფოთლოვანი ტყე, სტეპი, სავანა, უდაბნო, ტროპიკული ნოტიო ტყეები, ზამთარმწვანე ტყე, ეკოსისტემების ხმელთაშუაზღვიური ტიპი. წყლის ეკოსისტემების ბიომები განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა, წყლის მარილიანობით, მასში კვების ელემენტების, ჟანგბადის, ტემპერატურისა და დინების სიჩქარის შემცველობით. ზოგჯერ გამოიყოფა ბიომის 6 ძირითადი ტიპი: ტუნდრა, წიწვოვანი ტყე, ფოთოლმცვივანი ტყე, ტრიპიკული ტყე, სტეპი და უდაბნო. საქართველოში გამოიყოფა: ჭალის ტყის ბიომი, ნახევრადუდაბნოს ბიომი, სტეპის ბიომი, არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყისა და ჰემიქსეროფილური ბუჩქნარის ბიომი, ტყის ბიომი, სუბალპური ბიომი, ალპური სარტყლის ბიომი, სუბნივალური და ნივალური ბიომი, ჭაობისა და წყლის ბიომები.[3] ტერმინი „ბიომი“ ყველაზე მეტად გამოიყენება ხმელეთის ეკოლოგიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]