ბილი კორგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბილი კორგენი
დაბადების სახელი უილიამ პატრიკ კორგენ უმცროსი
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1967 (1967-03-17) (57 წლის)
ელკ-გროვი, ილინოისი, აშშ
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • პროდიუსერი
  • მწერალი
აქტიური 1985–დღემდე
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
აღსანიშნავი ინსტრუმენტები

უილიამ „ბილი“ პატრიკ კორგან უმცროსი ინგლ. William Patrick Corgan Jr.(დ. 17 მარტი, 1967)[1]ამერიკელი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და პოეტი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ალტერნატიული როკ-ჯგუფ The Smashing Pumpkins-ის წამყვანი ვოკალისტი, სიმღერების ძირითადი ავტორი, გიტარისტი და მუდმივი წევრი. კოლექტივი, რომელიც 1988 წელს ჩიკაგოში (ილინოისი) ჩამოყალიბდა, გიტარისტ ჯეიმზ აიჰას და შემდგომში ბასისტ დ'არსი რეცკის და დრამერ ჯიმი ჩემბერლინის თანამონაწილეობით, მალევე პოპულარული გახდა. დიდი ტირაჟით გაყიდული ალბომებით და მასშტაბური ტურნეებით ჯგუფმა 1990-იანებში დიდი წარმატება მოიპოვა, მაგრამ 2000 წელს დაიშალა. კორგენმა ჩამოაყალიბა საკუთარი პროექტი Zwan, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ 2005 წელს სოლო-ალბომი TheFutureEmbrace გამოსცა, ისევე, როგორც ლექსების კრებული „Blinking with Fists“. შემდგომში მან The Smashing Pumpkins აღადგინა.

ჯგუფის ახალმა ვერსიამ, რომლის შემადგენლობა დროდადრო იცვლება, 2007 წლიდან გამოსცა რამდენიმე ალბომი და ჩაატარა ტურნეები. კორგენმა აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა ჯგუფის პროექტს Teargarden by Kaleidyscope, რომლის ფარგლებში 2010–2011 წლებში გამოუშვა ორი EP და ორი სინგლი. დაუბრუნდა რა ალბომების ფორმატს, The Smashing Pumpkins-მა 2012 წელს გამოსცა Oceania, ხოლო 2014 წელს – Monuments to an Elegy. 2017 წელს კორგენმა გამოუშვა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი სოლო ალბომი, Ogilala.

2011 წელს ბილიმ აგრეთვე პროფესიონალური კრივის სამყაროში შეაბიჯა, დააარსა რა ჩიკაგოში „Resistance Pro Wrestling“. 2015 წელს იგი შეუერთდა „Total Nonstop Action Wrestling“-ს (ამჟამად ცნობილია, როგორც „Impact Wrestling“), რომლის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა 2016 წლის აგვისტოში. 2016 წლის ნოემბერში TNA-ს დატოვების შემდეგ, მან შეიძინა „National Wrestling Alliance“ (NWA) და მისი 2017 წლის წლის ოქტომბერში მისი მფლობელი გახდა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლო-ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Prato, Greg. Billy Corgan Biography. AllMusic.com. ციტირების თარიღი: December 23, 2015.