ბესო კალანდაძე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბესო კალანდაძე | |
---|---|
ბესო კალანდაძე „ვია 75“-ში | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1956 (67 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | ესტრადა |
საქმიანობა | მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ბესიკ (ბესო) კალანდაძე (დ.8 დეკემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ბას-გიტარისტი და ბიზნესმენი.[1]
დაიბადა 1956 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელს, როდესაც მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რერო“-ში. 1978 წელს ბესო კალანდაძე გადავიდა „ვია 75“-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე. „ვია 75“-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: „ტირიფები“, „თეთრი ღამე“ „გიორგობის თვე“ და სხვა. ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი.
„ვია 75“-ის დაშლის შემდეგ, ბესო კალანდაძე თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა. 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები.
ამჟამად მოღვაწეობს კვლავ „ვია 75“-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი. ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით. რამდენიმე კონცერტი გამართა საქართველოს ტერიტორიაზე. 2011 წლის მიწურულს გაიხსნა „ვია 75“-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბესო კალანდაძე: ბიზნესი ცხოვრებას მიადვილებს, სიმღერა - მილამაზებს. Sputnik.georgia.ge (21 დეკემბერი, 2017). ციტირების თარიღი: 28 აგვისტო, 2020.
- ↑ ფილარმონიის წინ ”ვია 75”-ის ვარსკვლავი გაიხსნა. ghn.ge (12 მაისი, 2011). ციტირების თარიღი: 2018.