ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა
იერსახე
| ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა | |
|---|---|
| საერთო ინფორმაცია | |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი |
|
| რაიონი | ისნის რაიონი |
| უბანი | ავლაბარი |
| წინა სახელები | დედოფლისწყაროს I შესახვევი, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევი |
ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ალექსანდრე წურწუმიას ქუჩიდან დედოფლისწყაროს ქუჩამდე. ქუჩის ერთი მონაკვეთი ადრე იყო ივანე ფიოლეტოვის ქუჩის (ახლანდ. ნიკიფორე ირბახის ქუჩის) ნაწილი, შემდგომ გახდა დედოფლისწყაროს ქუჩის I შესახვევი.[1] მეორე მონაკვეთი იყო ალექსანდრე წურწუმიას ქუჩის შესახვევი. 2023 წელს დედოფლისწყაროსა და წურწუმიას შესახვევები გაერთიანდა და ეწოდა ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩა.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 59, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წურწუმიას შესახვევისთვის და დედოფლისწყაროს I შესახვევისთვის საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (25 აგვისტო, 2023). ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2024