ბერნჰარდ ვინდშაიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერნჰარდ ვინდშაიდი (გერმ. Bernhard Windscheid) (დ. 26 ივლისი 1817, დიუსელდორფი — გ. 26 ოქტომბერი 1892, ლაიფციგი), გერმანელი იურისტი

ვინდშაიდი სამართალმცოდნეობას ბერლინისა და ბონის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 1838 წელს დოქტორის ხარისხი მიენიჭა ბონის უნივერსიტეტში. 1847 წლიდან მოღვაწეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. კერძოდ, ბაზელში (1847-1852), გრაიფსვალდში (1852-1857), მიუნხენში(1857-1871), ჰაიდელბერგსა(1871-1874) და ლაიფციგში(1874-1892). 1874-1883 წლებში ვინდშაიდი იყო გერმანიის სამოქალქო სჯულდების პირველი სარედაქციო კომისიის წევრი. გერმანიის სამოქალაქო სჯულდების პროექტის პირველი ვარიანტზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ვინდშაიდის "პანდექტური სამართლის სახელმძღვანელომ". ვინდშაიდი არის XIX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებული ფიქციის თეორიის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული პირი არის მოჩვენებითი სუბიექტი. ვინდშაიდი ასევე, იურიდიულ პირს მიაწერდა დელიქტუნარიანობას.