ბერნარ ლიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბერნარ ლიო
დაბ. თარიღი 27 თებერვალი 1897(1897-02-27)[1]
დაბ. ადგილი პარიზი[2]
გარდ. თარიღი 2 აპრილი 1952(1952-04-02)[2] [1] (55 წელი)
გარდ. ადგილი კაირო[2]
მოქალაქეობა საფრანგეთი
მუშაობის ადგილი პარიზის ობსერვატორია
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები Howard N. Potts Medal, ჰენრი დრეიპერის მედალი, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ლალანდის პრემია, ბრიუსის მედალი, Prize Louis Ancel, ჟიულ ჟანსენის პრემია და Janssen Medal

ბერნარ ლიო (ფრანგ. Bernard Lyot; დ. 27 თებერვალი. 1897, პარიზი ― გ. 2 აპრილი. 1952, კაირო) — ფრანგი ასტროფიზიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1939). 1920 წლიდან მუშაობდა მედონის ობსერვატორიაში პარიზის ახლოს. იკვლევდა მზის პროტუბერანცებს კინემატოგრაფიის მეთოდებით, აგრეთვე მზის გვირგვინს. 1931 ააგო და პირენეების ობსერვატორიაში დადგა სპეციალური დაბნელებაგარეშე კორონოგრაფი. გვირგვინის სპექტრში აღმოაჩინა 5 ახალი ხაზი, რომელთა წარმოშობა 1942 ახსნა ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ბ. ედლენმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 246, თბ., 1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]