ბერნარდ მონტგომერი
სერ ბერნარდ ლოუ მონტგომერი, ალემეინის პირველი ვიკონტ მონტგომერი (ინგლ. Bernard Montgomery, მეტსახელად „მონტი“ და „სპარტელი გენერალი“;[4] დ. 1887 წლის 17 ნოემბერი — გ. 1976 წლის 24 მარტი) — ბრიტანეთის არმიის ფელდმარშალი. მონაწილეობდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში.
პირველი მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტგომერიმ პირველი ბრძოლა როგორც უმცროსმა ოფიცერმა გადაიხადა უორიკშირის სამეფო პოლკის შემადგენლობაში ყოფნისას მეტერანში, ბელგია-საფრანგეთის საზღვართან ახლოს. ფლანდრიის ბრძოლში ის სნაიპერმა ფილტვში დაჭრა. დასავლეთ ფრონტზე დაბრუნებისას როგორც გენერალური შტაბის ოფიცერმა მიიღო მონაწილეობა არასის ბრძოლაში. მონტგომერიმ ომის დასრულებამდე ასევე ფლანდრიის მესამე ბრძოლაშიც მიიღო მანაწილეობა.
მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის აგვისტოდან, მეთაურობდა დიდი ბრიტანეთის მერვე არმიას. დიუნკერკის ბრძოლის და ევაკუაციის დროს მეთაურობდა II კორპუსს, სადაც 300 000-ზე მეტი ბრიტანელი სამხედროს ევაკუაცია მოხდა.[5] ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში, რომელიც დაიწყო 1942 წლის 23 ოქტომბერს და დასრულდა 12 დღის შემდეგ; მონტგომერის ძალებმა დაამარცხეს ერვინ რომელის ძალები. 1943 წელს მონტგომერი კვლავ მერვე არმიას მეთაურობდა, მაგრამ, ამჯერად, სიცილიაში შეჭრისას. 1944 წლის იანვარში მონტგომერი ბრიტანეთში დაბრუნდა, დაინიშნა 21-ე არმიათა ჯგუფის მეთაურად (რომელიც ოპერაცია „ოვერლორდში“ და ოპერაცია „ნეპტუნში“ შემავალ ყველა სახმელეთო დანაყოფს და ფორმირებას მოიცავდა) და ნორმანდიაში შეჭრისთვის მზადება დაიწყო, ამ პერიოდში როგორც ჩერჩილს ასევე ეიზენჰაუერს მონტგომერისთან მუშაობა გაუჭირდათ და მისი სერ სერ ჰაროლდ ალექსანდერით ჩანაცვლებას განიხილავდნენ, თუმცა ნორმანდიაში შეჭრის შემდეგ ომის დასრულებამდე 21-ე არმიას ბერნარდ მონტგომერი მეთაურობდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alanbrooke, Field Marshal Lord (2001). War Diaries 1939–1945. London: Phoenix Press. ISBN 978-1-84212-526-7.
- Brett-James, Anthony (1984). Conversations with Montgomery. Irwin. ISBN 978-0-7183-0531-4.
- Eisenhower, Dwight D. (1948). Crusade in Europe. London: William Heinemann. ISBN 978-0-306-70768-1. OCLC 219971286.
- Montgomery, Bernard Law [1972] (2000). A Concise History of Warfare, Wordsworth Military Library. Ware, Herts, UK: Wordsworth Editions. ISBN 978-1-84022-223-4.
- Montgomery, Bernard Law (1958). The Memoirs of Field Marshal Montgomery. Cleveland: The World Publishing Company.
- Montgomery, Bernard Law (1961). The Path to Leadership. London: Collins. ISBN 978-81-8158-128-0. OCLC 464095648.
- Montgomery, Bernard (2008). Montgomery and the Battle of Normandy: A Selection from the Diaries, Correspondence and Other Papers of Field Marshal the Viscount Montgomery of Alamein, January to August 1944, Army Records Society series, 27. Stroud, UK: Sutton Publishing. ISBN 978-0-7509-5123-4.
- Zetterling, Niklas (2000). Normandy 1944: German Military Organization, Combat Power and Organizational Effectiveness. Fedorowicz (J.J.), Canada. ISBN 978-0921991564.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- British Army Officers 1939–1945
- Generals of World War II
- Montgomery and Anglo Polish relations during WWII
- Biography of Montgomery, Jewish Virtual Library website. Retrieved 10 April 2014.
- Profile, desertwar.net. Retrieved 10 April 2014.
- Viscount Montgomery of Alamein interview on BBC Radio 4 Desert Island Discs, 20 December 1969
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.02.32/invnr/894ED.12/file/00114668.PDF
- ↑ https://datastore.brussels/web/data/dataset/ereburgers2/dataset-viewer-resource
- ↑ Sud Presse // Sud Presse — 1998.
- ↑ Various Authors (1969). Illustrated Story of World War II. The Reader's Digest Association, გვ. 284. ISBN 978-0-89577-029-5.
- ↑ Уинстон Черчилль. Вторая мировая война. книга 1 (тт. 1-2). М., Воениздат, 1991. стр. 357