ფლანდრიის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლანდრიის ბრძოლაგერმანელთა მე-4 და მე-6 არმიების მარჯვენა ფრთის შეტევითი ოპერაცია, ინგლისისა და ბელგიის არმიებსა და საფრანგეთის საარმიო ჯგუფის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დროს.

გერმანელთა სარდლობის მიზანი იყო ლა-მანშზე გაბატონება, რითაც დაემუქრებოდა ინგლისის საექსპედიციო არმიის კომუნიკაციებს და აიძულებდა დიდ ბრიტანეთს უარი ეთქვა ომში მონაწილეობაზე. გერმანელთა გეგმა არ განხორციელდა, მათ ვერ შეძლეს მოკავშირეთა ფრონტის გარღვევა. დასავლეთ ევროპის საომარ ასპარეზზე დასრულდა ომის მანევრული პერიოდი და ლა-მანშიდან შვეიცარიის საზღვრამდე ერთიანი პოზიციური ფრონტი დამკვიდრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]