ბერლინის ელექტრონული მუსიკის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერლინის ელექტრონული მუსიკის სკოლა, აგრეთვე ცნობილი როგორც ბერლინის სკოლა1970-იან წლებში ცნობილი ელექტრონული მუსიკის მოძრაობა, რომელშიც მონაწილეობდნენ კლაუს შულცე, Tangerine Dream და Ashra.

ბერლინის სკოლის ჟანრის მუსიკალური კომპოზიციების ხანგრძლივობა 20-დან 30 წუთამდე მერყეობს, ანუ იკავებს ვინილის ფირფიტის ერთ გვერდს. ეს ჟანრი იმდენად მჭიდროდ ასოცირდება მუსიკის ხანგრძლივ ფორმებთან, რომ 1980-იან წლებში სხვადასხვა მუსიკოსის მიერ პრიორიტეტად უფრო მოკლე კომპოზიციების არჩევამ უარყოფითად იმოქმედა მოძრაობის არსებობაზე. თუმცა, კომპაქტ-დისკების გამოჩენის შემდეგ "რეტრო" შემსრულებლებისათვის აღარ არსებობდა შეზღუდვები. უკანასკნელი წლების სხვადასხვა კომპოზიციის ხანგრძლივობა 80 წუთამდეც ადის.

როგორც კრაუტროკიდან წარმოშობილი ჟანრი, ბერლინის სკოლა ასეთ სახელწოდებას ატარებს, ვინაიდან მისი წარმომადგენლების დიდი ნაწილი წარმოშობით ბერლინიდან იყო. მოხდა ჟანრის გაიგივება კოსმოსურ მუსიკასთან. თავისი ჟღერადობით ბერლინის სკოლის მუსიკოსები გამოირჩევიან უფრო მეტად პერკუსიასა და რითმზე ორიენტირებული დუსელდორფის სკოლისგან (Can, Cluster, Kraftwerk, Neu!).

მიუხედავად ყველაფრისა, ბერლინის სკოლის ჟანრი კვლავ არსებობს, თუმცა არ აქვს ისეთი გავლენა მსოფლიო მუსიკაზე, როგორც, მაგალითად, Kraftwerk-ის კომპოზიციებს. მასში თავმოყრილია ემბიენტი, ელექტრონიკა, ნიუ ეიჯი და ტრანსი. ბერლინის სკოლა სხვადასხვა წრეებში ითვლება ნიუ ეიჯის ან ემბიენტის ქვეჟანრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]