ბენ სიმონსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბენჯამინ დეივიდ სიმონსი (ინგლ. Ben Simmons; დ. 20 ივლისი, 1996) — ავსტრალიელი პროფესიონალი კალათბურთელი, ბრუკლინ ნეტსის მოთამაშე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). ერთი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ლსუ ტაიგერსში (კოლეჯებს შორის ჩემპიონატში), რის შემდეგაც ის შეიყვანეს სრულიად ამერიკის სიმბოლურ ნაკრებში და დაასახელეს USBWA-ის წლის ახალწვეულად. სიმონსი 2016 წლის NBA-ის დრაფტზე პირველი არჩევანით აირჩია ფილადელფია სიქსერსმა. მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო ერთი წლის გამოტოვების შემდეგ, ის 2018 წელს NBA-ის წლის ახალბედად დასახელდა და სამჯერ იქნა არჩეული NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში. 2020-21 წლების სეზონის შემდეგ, სიქსერსთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, ის ბრუკლინ ნეტსს გაუცვალეს. სიმონსი NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ დაჯარიმებული მოთამაშეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: