NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი
NBA All Star თამაში პირველად ჩატარდა ბოსტონ გარდენში 1951 წლის 2 მარტს. მას შემდეგ ყოველ წლიურად ტარდება თამაში სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდი ეთამაშება დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელების გუნდს.
კალათბურთელები ამჟამად ორნაირი ხერხით ირჩევიან: პირველი მათგანია როდესაც გულშემატკივრები ირჩევენ გუნდში დამწყებ მოთამაშეებს; რაც შეეხება მეორე გზას, გუნდების რეზერვები ირჩევა მწვრთნელების ხმების მიცემით, რომელიც კონფერენციების მიხედვით ადგენენ გუნდებს.[1] ასევე მწვთნელებს არ შეუძლიათ მისცენ ხმა საკუთარ კალათბურთელს. თუ რომელიმე კალათბურთელი მიიღებს ტრავმას ამორჩევის შემდეგ, მის შემცვლელს ირჩევს კომისია.
გუნდს, რომელსაც საუკეთესო შედეგი ექნება თითოეულ კონფერენციაში 31 იანვარს, მისი მწვრთნელი ავტომატურად გადადის აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდების მწვრთნელებად,[1] შესაბამისად კონფერენციისა.
გუნდების მწვრთნელები ირჩევიან 31 იანვარს, სადაც კონფერენციაში იმ დროისთვის მყოფი გუნდის მწვრთნელი ავტომატურად იკავებს კონფერენციის ნაკრების მწვრთნელის პოსტს. მიუხედავად ამისა, მწვრთნელს არ შეუძლია ზედიზედ ორჯერ იყოს All-Star მატჩში მწვრთნელის პოსტის რანგში.[1] ამას სხვანაირად რაილის კანონი ჰქვია, როდესაც ლეიკერსის მწვრთნელი პეტ რაილი იყო 1980-იან წლებში დასახელებული დასავლეთ გუნდის მწვრთნელად, უფრო კონკრეტულად კი 1982-1990 წლებში 9 სეზონის განმავლობაში 8 სეზონს მან ითავა ეს პოზიცია.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა-ვარსკვლავის მატჩის ჩატარების იდეა გაჩნდა NBA-ის პრეზიდენტ მაურის პოდოლოფის, NBA-ის სახალხო დირექტორ ჰასკელ კოენის და ბოსტონ სელტიქსის მფლობელ უოლტერ ბრაუნის შეხვედრაზე. იმ დროს, კალათბურთის სამყარო მხოლოდ გადართული იყო კოლეჯის კალათბურთის მსგავსად ქულის მოჭრის სკანდალზე, ხოლო ამის დასაწყნარებლად და ხალხის ლიგისადმი ინტერესის შემოტრიალების მიზნით, კოენმა ურჩია ჩაეტარებინათ მატჩი ლიგის საუკეთესო მოთამაშეებით, რომელიც ბეისბოლის მთავარი ლიგის ყველა-ვარსკვლავის მატჩის მსგავსი იქნებოდა.[2] მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი, მათ შორის პოდოლოფი ამ იდეას პესიმისტურად უყურებდნენ, ხოლო ბრაუნი კი ამაში წარმატებას ხედავდა. მან ასევე შესთავაზა, რომ ყველა ხარჯი თამაშის შემოსავალით დაფარულიყო.[3] პირველ ყველა-ვარსკვლავის მატჩში, აღმოსავლეთის გუნდმა დაამარცხა დასავლეთის გუნდი ანგარიშით 111-94. ბოსტონ სელტიქსის ედ მაკლი დასახელებული იქნა პირველი ყველა-ვარსკვლავის მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ. მატჩმა წარმატებით ჩაიარა და სულ საბოლოოდ 10 094 მაყურებლის მოზიდვა შეძლო, რაც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სეზონის საშუალო დასწრება იმ დროისთვის, რაც 3 500 იყო.[4]
All-Star მატჩთან დაკავშირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხალხის ხმებით არჩევით ხდება მატჩისთვის დამწყები მოთამაშეების არჩევა, რომლებშიც შედიან 3 მოწინავე პოზიციაზე და 2 გარდის პოზიციაზე მოთამაშე ყოველი კონფერენციიდან. 2013 წლიდან ახალი ფორმატით წარდგება მატჩი, როდესაც ხალხი 2 ფორვარდს, 1 ცენტრს აირჩევს იმ 3 მოწინავე პოზიციის მოთამაშეებიდან.[5]
მატჩი ტარდება ნორმალური NBA-ის წესების მიხედვით, მაგრამ არის ასევე აღსანიშნავი განსხვავებები საშუალო მატჩიდან. მას შემდეგ რაც დამწყებ მოთამაშეებს ხალხის ხმის მიცემის მიხედვით ხდება, მოთამაშეები ზოგჯერ იწყებენ ტიპური პოზიციების მიხედვით. 2007 წელს, კობი ბრაიანტს და ტრეისი მაკგრედის ჰქონდათ 2 ყველაზე მაღალი ხმების ტოტალური რაოდენობა დასავლეთ კონფერენციის გარდის პოზიციაზე. ორივე მათგანი თამაშობს შუთინგ გარდის პოზიციაზე, ბრაიანტი რომელიც 198 სმ არის, დაიწყო თამაში როგორც პოინტ-გარდმა, რომელმაც ასევე შუთინგ გარდის პოზიციაც შეითავსა მისი გუნდისთვის.
მოთამაშეების წარდგენა თამაშისთვის ხდება აღსანიშნავი გარემოთი, რაშაც ასევე განათების ეფექტები, საცეკვაო მუსიკა და ფოიერვერკი უწყობს ხელს. სპეციალური ფორმები სპეციალურად ახლიდან იქმნება ყოველ წელს, ჩევულებრისამებრ წითელ ფორმას წითელ ფორმას დასავლეთს კონფერენციის, ხოლო ლურჯ ფორმას აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდები ხმარობენ, მაგრამ ასევე 1997-2002 წლების მატჩებში, მოთამაშეებს ჰქონდათ საშუალება სცმოდათ ის უნიფორმა, რომელსაც გუნდში ხმარობენ. 2009 წლამდე, კონფერენციის ფორმების ფერები იყო შედარებით ღია ფერის. მოთამაშეებს, რომლებიც ერთი და იგივე ნომრებს იყენებდნენ, ჰქონდათ საშუალება შეენარჩუნებინათ ან გაეცვალათ სხვა ნომერში (მაგ: პატრიკ იუინგის ცნობილი #33 მაგივრად ეცვა #3, რადგან იმ დროს ლარი ბირდი თამაშობდა იგივე ნომრით), მაგრამ 1997 წლიდან მოყოლებული, მოთამაშეებს რომლებიც ერთ გუნდში თამაშობენ, შეუძლიათ შეინარჩუნ ნომერი, თუნდაც მის თანაგუნდელს იგივე ჰქონდეს. მთავარი სიმღერები, რომელიც ტიპურად სრულდება არის „ო კანადა“ და „ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა“.
თამაშის მიმდინარეობის პროცესში, მოთამაშეები ცდილობენ ბრწყინვალე ჩატენვებით და ალეი-უპსით გაალამაზონ მატჩი. დაცვითი მხარეები მეტწილად შეზღუდულია და შესაბამისად მატჩის ბოლოს ანგარიში ძალიან მაღალია რეგულარული მატჩისგან განსხვავებით. მწვრთნელები ასევე ცდილობენ გამოიყენონ როტაცია და სათამაშო დრო მისცენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მატჩს სკამზე ხვდებიან. მეოთხე მეოთხედში კი თამაში უფრო მეტად წარმატებულად სანახაობრივია, ვიდრე დანარჩენი პერიოდი, მით უმეტეს, თუ ანგარიში თანაბარია.
ნახევარი ტაიმის დამთავრების შემდეგ შესვენება ასევე გაცილებით დიდ ხნიანია, ვიდრე ტიპური NBA-ის მატჩში, რომლის დროსაც პოპულარული არტისტები გამოდიან. უახლოეს სტუმრებში მოწვეულები იქნებიან ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, ბიონსე, მერაია კერი, აუთქასტი, ალიშა კისი, შაკირა, ჯონ ლეგენდი, რიანა, ნიკი მინაჯი და კრისტინა აგილერა.
თამაშების შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთ (East) კონფერენცია ლიდერობს დასავლეთზე (WEST) სერიებს ანგარიშით 36-25.
- Note
- * აღნიშნულია ის ქალაქები, რომელსაც ჩატარების დროს არ ჰყავდა NBA-ში გუნდი.
- † აღნიშნულია ისინი, როდესაც NBA All-Star თამაში ჩატარებული იქნა ან NFL და ან MLB გუნდების სტადიონზე.
- პორტლენდი, საკრამენტო, ტორონტო, მემფისი და ოკლაჰომა-სიტი არიან მოქმედი NBA მოასპარეზე ქალაქები, რომლებშიც ჯერ არ ჩატარებულა NBA All-Star თამაში.[a]
- # არლინგტონი (ტეხასი) არ ჰყავს NBA-ში გუნდი, მაგრამ ქალაქის ნაწილია ასევე Dallas–Fort Worth metroplex რომელშიც NBA გუნდი დალას მევერიქსი ასპარეზობს.
სხვა All-Star ივენთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა-ვარსკვლავის მატჩი ასევე ასოცირდება ყველა-ვარსკვლავის კვირასთან, რომელიც ტარდება კვირა საღამოს. ყველა-ვარსკვლავის კვირეული ასევე მოიცავს ბევრ პოპულარულ თამაშს, სადაც ასევე მონაწილეობას იღებენ როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მოთამაშეები, ასევე მოთამაშეები ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან (WNBA) და NBA-ის განვითარების ლიგიდან (D-ლიგა).
აღნიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მიუხედავად ამისა, ბრუკლინს არ უმასპინძლია ჯერ All-Star მატჩისთვის, ნიუ-იორკ სიტიში კი ჩატარებული იქნა მედისონ სკვერ გარდენის არენაში, რომელიც ნიუ-იორკ ნიქსის საშინაო არენაა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 „Anthony snubbed when All-Star reserves announced“. espn.com. Associated Press. February 1, 2007. ციტირების თარიღი: February 2, 2007.
- ↑ Goldstein, Richard. (July 3, 2000) Haskell Cohen, 86, Publicist; Created N.B.A. All-Star Game. The New York Times. The New York Times Company. ციტირების თარიღი: June 21, 2010.
- ↑ Forrester, Paul. (February 16, 2007) That's entertainment; Counting down the top 15 All-Star Weekend moments. Sports Illustrated. Time Warner Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2012. ციტირების თარიღი: June 21, 2010.
- ↑ Penikis, Andrejs. 57 Memorable All-Star Moments–1950s. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2009. ციტირების თარიღი: June 21, 2010.
- ↑ Beck, Howard (October 24, 2012). „The All-Star Center is Officially Extinct“. New York Times. ციტირების თარიღი: October 24, 2012. ციტატა: „The N.B.A., bowing to new realities in a multi-positional era, has eliminated “center” from its All-Star ballots for the 2012-13 season. Instead, fans will vote for three frontcourt players and two guards.“
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Steele, David. (December 9, 1998) NBA Drops All-Stars — What's Left? February game in Philly latest casualty of lockout. San Francisco Chronicle. Hearst Communications Inc. ციტირების თარიღი: December 17, 2008.
- ↑ Houston to host NBA All-Star 2013
- ↑ AP source: 2014 NBA All-Star Game to be in New Orleans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-12-07.