ბელოთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელოთის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბელოთის აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, მთაზე.

ეკლესია ნაგები იყო ფლეთილი ქვით დუღაბზე. გეგმით უაბსიდო სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით. კედლების სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. შემორჩენილია ჩრდილოეთი კედლის ქვედა ქვები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის წირთხლები მორღვეულია. მიწის დონე საგრძნობლად აწეულია. ძეგლის დათარიღება არ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 28-29