ბელა ლუგოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Lugosi Bela.jpg

ბელა ფერენც დეჟო ბლაშკო (დ. 20 ოქტომბერი, 1882 — გ. 16 აგვისტო, 1956) ცნობილი როგორც ბელა ლუგოშიუნგრელ-ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა ფილმით „დრაკულა“ (1931) და ნათამაშები აქვს საშინელებათა ჟანრის სხვა ცნობილ ფილმებში.

სანამ პირველ ფილმში 1917 წელს ითამაშებდა, მშობლიურ უნგრეთში სცენაზე პატარა როლებს ასრულებდა, მაგრამ უნგრეთის კომუნისტური გადატრიალების შემდეგ, 1919 წელს დატოვა. ვაიმარის რესპუბლიკაში რამდენიმე როლი შეასრულა, სანამ აშშ-ში გადასახლდებოდა.

1927 წელს დაამტკიცეს დრაკულას როლზე, ფილმში, რომელსაც ბრემ სტოკერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იღებდნენ. მან აგრეთვე Universal Pictures-ის 1931 წლის „დრაკულაში“ ითამაშა. 1930-იან წლებში იგი საშინელებათა ჟანრის ფილმების მთავარი ფიგურა გახდა, თუმცა, თავისი აღმოსავლურ ევროპული წარმომავლობის გამო, უნგრული აქცენტი მთელი ცხოვრება გაჰყვა, რის გამოსწორებასაც ამაოდ ცდილობდა.

ლუგოში კინოში ხშირად ჩნდებოდა ბორის კარლოვის გვერდით, რომელსაც შეეძლო, ბელასთვის თავისი კავშირებით უფრო მეტი პოპულარობა მოეპოვებინა. თუმცა, ლუგოშის მხოლოდ მეორეხარისხოვან როლებს აძლევდნენ. მთავარი როლები შეასრულა მხოლოდ ფილმებში „შავი კატა“, „ყორანი“ და „ფრანკენშტეინის შვილი“.

ამ პერიოდში ლუგოში რეგულარულ სამედიცინო გამოკვლებებს იტარებდა, იმის გამო რომ დამოკიდებულიყო იყო მორფინსა და მეტადონზე. ნარკოტიკებზე დამოკიდებულება შენიშნეს პროდიუსერებმა, ამიტომ მსახიობის იმიჯი შეირყა და იგი უფრო დაბალბიუჯეტიან ფილმებში გადაიყვანეს, როგორიც იყო ედ ვუდის ნამუშევრები - ასეთებს შორის აღსანიშნავია „პლანი 9 ღია კოსმოსიდან“.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუგოში ხუთჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა ერთი შვილი, ბელა ჯორჯ ლუგოში. მსახიობი იყო კინომსახიობთა გილდიის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: