შინაარსზე გადასვლა

ბეიჰაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეიჰაკი, აბუ ლ-ფაზლ მუჰამედ იბნ ჰუსეინ (დაახლ. 9961077) – სპარსი ისტორიკოსი და მწერალი.[1] თითქმის 20 წელი მსახურობდა ღაზნევიდების სახელმწიფოს საგარეო საქმეთა დივანში. დაწერა 30-ტომიანი ნაშრომი „ბეიჰაკის ისტორია“. დღემდე მოღწეულია თხზულების ნაწილი „მასუდის ისტორია“, რომელიც მოიცავს სულთან მასუდის ზეობის წლებს (1030-1041 წწ.). ბეიჰაკი მოგვითხრობს იმდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ასახავს სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობას და ფეოდალთა ყოფას.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 271.
  • E.G. Browne. Literary History of Persia. (Four volumes, 2,256 pages, and twenty-five years in the writing). 1998. ISBN 0-7007-0406-X
  • Jan Rypka, History of Iranian Literature. Reidel Publishing Company. ASIN B-000-6BXVT-K
  1. An Oriental Samuel Pepys? Abuʾl-Faḍl Bayhaqī's Memoirs of Court Life in Eastern Iran and Afghanistan, 1030-1041, C. Edmund Bosworth, Journal of the Royal Asiatic Society, Third Series, Vol. 14, No. 1 (Apr., 2004), 13.