ბეილე-ერკულანე
იერსახე
| ქალაქი | |||
|---|---|---|---|
|
ბეილე-ერკულანე Băile Herculane | |||
|
ბეილე-ერკულანე | |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ჟუდეცი | კარაშ-სევერინი | ||
| კოორდინატები | 44°52′43″ ჩ. გ. 22°24′51″ ა. გ. / 44.87861° ჩ. გ. 22.41417° ა. გ. | ||
| მმართველი | Gheorghe Orza[1] | ||
| დაარსდა | 153[2] | ||
| ფართობი | 6 კმ² | ||
| ცენტრის სიმაღლე | 168±1 მეტრი | ||
| მოსახლეობა | 6,051 კაცი (2002) | ||
| სიმჭიდროვე | 1,003 კაცი/კმ² | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
| საფოსტო ინდექსი | 325200 | ||
| ოფიციალური საიტი | baile-herculane.ro | ||
ბეილე-ერკულანე (რუმ. Băile Herculane) — ქალაქი და ბალნეოლოგიური კურორტი რუმინეთში, კარაშ-სევერინის ჟუდეცში. 2002 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 6,051 ადამიანი. კლიმატი რბილია, ხმელთაშუაზღვიური ნიშნებით. ზაფხული მეტად თბილია, ივლისის საშუალო ტემპერატურა 22,5°С. ზამთარი რბილია, იანვარის საშუალო ტემპერატურა — 0,9°С. ნალექები 800 მმ წელიწადში. რუმინეთის უძველესი კურორტია. პირველად მოიხსენიება 153 წელს. სამკურნალო საშუალებებია: ქლორიდულ-კალციუმ-ნატრიუმიანი ტიპის თერმული მინერალური წყაროები გოგირდწყალბადის შემცველობით, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის, ინჰალაციისათვის, ზოგიერთი წყაროს წყალი გამოიყენება სასმელად. არის სანატორიუმები, პანსიონატები, ოტელები, სპორტული ნაგებობები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეილე-ერკულანე — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)