ბეთ ჰარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბეთ ჰარტი
Beth Hart 29Mar2008.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 იანვარი, 1972
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი ბლუზი, ბლუზ როკი, ჯაზი, სოული
ინსტრუმენტ(ებ)ი პიანინო, ვოკალი, გიტარა
აქტიური 1993–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი 143 Records, Lava Records, Atlantic Records, Koch Records, Mascot Records
საიტი ბეთ ჰარტის ოფიციალური საიტი
ბეთ ჰარტი ვიკისაწყობში

ბეთ ჰარტი (დ. 24 იანვარი, 1972, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეთ ჰარტი ლოს-ანჯელესთან ახლოს პასადენაში დაიბადა. მის ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსი იყო, რამაც დიდი გავლენა მოახდინა იმ ფაქტზე, რომ მომღერალმა ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლიდან დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მისი პირველი შეხება ფორტეპიანოსთან მაშინ მოხდა, როდესაც ტელევიზიით ბეთჰოვენის მთავარის სონატა მოისმინა და მისი დაკვრა სცადა. ბეთი 11 წლის იყო, როდესაც მამა ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს, რასაც მშობლების განქორწინება მოჰყვა. ოჯახის დანგრევამ დიდი გავლენა იქონია მომღერალზე და მის დაზე, რომლებიც ნარკოტიკებზე დამოკიდებულები გახდნენ. მისი უფროსი და გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა, რასაც ბეთი და დედა ძალიან განიცდიდნენ. აღნიშნულს ის სიმღერაში „Sister Heroine“ აღწერს. როგორც მომღერალი აცხადებს, რომ არა მუსიკის გაკვეთილები სკოლაში, ის ახლა ციხეში ან სხვა არასასიამოვნო ადგილას იქნებოდა. მან სწავლა ლოს-ანჯელესის ხელოვნების სკოლაში გააგრძელა, სადაც სიმღერას და ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა.

ლოს-ანჯელესი საუკეთესო ადგილი იყო ნიჭის წარმოსაჩენად, რაც მან გამოიყენა. 20 წლის ასაკიდან ის უკრავდა ღამის კლუბებში, სადაც მან თავისი ბენდის წევრები გაიცნო და უკვე 1993 წელს პირველი ალბომი ჩაწერა სახელწოდებით Beth Hart and the Ocean of Souls, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გაყიდვაში ვერ გავიდა, სწორედ ამიტომ მომღერლის სადებიუტო ალბომად შეიძლება ჩაითვალოს 1996 წელს გამოშვებული ალბომი Immortal. დღეისათვის მას შვიდი ალბომი აქვს გამოშვებული. მომღერალი მსოფლიოს დიდმა ნაწილმა მისი 1999 წლის სინგლის „LA Song (Out of This Town)“ შემდეგ გაიცნო, რომელიც ამერიკულ ტელესერიალ „ბევერლი ჰილზი, 90210-ის“ წყალობით გახდა ცნობილი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომღერალი დაქორწინებულია სკოტ გუეცკოვზე, რომლის დახმარებითაც ნარკომანია დაამარცხა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბეთ ჰარტის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]