ბაჯოხარაჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაჯოხარაჯი, მსუბუქი ხარკი. სეფიანთა ირანში დაკავშირებული იყო პატრონყმურ ურთიერთობასთან. ფეოდალური სამთავროთა მფლობელებს, რომლებიც ცნობდნენ სეფიანი შაჰების უზენაესობას, მაგრამ ჩვეულებრივი მოხელეებისაგან განსხვავებით გარკვეული ტერიტორია ეჭირათ სამკვიდროდ, ბაჯოხარაჯის გამოღება და სალაშქრო მოვალეობა ეკისრებოდათ. XVI საუკუნის I მეოთხედში ქართველი მეფე-მთავრები შაჰ-ისმაილ I-ის სასარგებლოდ იხდიდნენ ბაჯოხარაჯს; XVI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კახთა მეფე ალექსანდრე უხდიდა ოსმალებსა და ირანს. ბაჯოხარაჯი განსხვავდებოდა ხარკის მძიმე ფორმების „ხარაჯისა“ და „მალ-მალუჯათისაგან“, რომლებიც ქვეყნის აღწერას გულისხმობდა, და საშუალო თუ გარდამავალი ადგილი ეკავა „საურსა“ და „მალ-მალუჯათს“ შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]