შინაარსზე გადასვლა

პატრონყმობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატრონყმობა — ფეოდალური ურთიერთობის აღმნიშვნელი უნივერსალური ტერმინი X-XVIII საუკუნეების საქართველოში. მიღებულია ორი სიტყვისაგან: პატრონი და ყმა. აღნიშნავდა ურთიერთობას ფეოდალებსა და ყმა გლეხებს შორის (საწარმოო ურთიერთობა), აგრეთვე ურთიერთობას თვით ფეოდალთა შორის, ფეოდალური კლასის შინაპოლიტიკურ ორგანიზაციას. X საუკუნემდე პატრონყმობის შესატყვისი ცნება იყო „უფალ-მონობა“, ხოლო XV საუკუნიდანბატონყმობა.